ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T25372 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში

ტენდერის აღწერილობა:

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე თბილისსა და რეგიონებში.

დაზღვევის ძირითადი პირობები აღწერილია დანართად წარმოდგენილ "დაზღვევის პირობებში"

დაზღვევის დამატებითი პირობებია:

  • შემოთავაზება უნდა მოიცავდეს სადაზღვეო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში;
  • გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით);
  • დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით);
  • სადაზღვეო პოლისის ძალაში შესვლა - ე.წ. მოცდის პერიოდის გარეშე;
  • დაზღვევა ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე;
  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს;
  • შეთავაზებაში დაზუსტებული უნდა იყოს პრეტედენტი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო პირის მონაცემები:

პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე პოლისები:

დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 880 თანამშრომელს (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).

დამატებითი ინფორმაცია:

  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება 1 წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით; 

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: zuraukleba@rico.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები