
ჩაბარების ვადა:
21 თებერვალი 2025, 23:59
სტატუსი:
დასრულებულიT25381 - კონკურსი სადაზღვევო მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს კომპანიას სადაზღვევო სერვისების შესყიდვის მიზნით.
მოთხოვნილი სერვისები:
- Wi-Fi წვდომის წერტილებისა და ციფრული სასოფლო ჰაბების განსათავსებლად საჭირო აღჭურვილობის (სატელეკომუნიკაციო ტექნიკა/მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი), შემდგომში, მოძრავი ქონება, დაზღვევა.
- მოძრავი ქონების სია თანდართულია და შემდგომ პერიოდულად განახლდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
- ორგანიზაციის თანამშრომლების და საჭიროების შემთხვევაში, მათი პირდაპირი და/ან არაპირდაპირი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც ასევე მოიცავს სამოგზაურო დაზღვევას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მიბმული ფაილი.
განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 21 თებერვლისა, თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl
კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები