ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25471 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე ფოთი-თბილისი

 ტენდერის აღწერილობა:

 შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს - ფოთის პორტიდან თბილისამდე 40 ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირებაზე.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებისდისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 17 წელზე მეტია ახორციელებს მთელი საქართველოსმასშტაბით ისეთი ბრენდების ექსკლუზიურ გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას, როგორიცაათელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, Stolichnaya, და სხვა.

პირობები

  • ტვირთის აღების მისამართიფოთის პორტი
  • დასრულების მისამართი: თბილისი, იუმაშევის 14
  • ტრანსპორტირების მეთოდი: სახმელეთო
  • ტვირთის დასახელება: ლუდი/ენერგეტიკული სასმელი 
  • სავარაუდო რაოდენობა: თვეში 10-12 კონტეინერი (40 ფუტიანი)
  • გამარჯვებულ კომპანიას მიეწოდება ტვირთთან დაკავშირებული ყველა საბუთი, (ტვირთიმოდის ნიდერლანდებიდან ფოთის პორტამდე) საიდანაც შეძლებს თავად აკონტროლოსტვირთის პორტში შემოსვლის თარიღი, რომ დაიწყოს პორტიდან კონტეინერის გამოტანისპროცედურები და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება მისამართამდე
  • კონტეინერის პორტიდან გამოტანის ყველა პროცედურას უზრუნველყოფს გამარჯვებულიკომპანია, რის ხარჯსაც წარმოადგენს ინვოისის საფუძველზე ტრანსპორტირების ხარჯთანერთად
  • მანქანების დასატვირთად დაყენება მოხდება ეტაპობრივად, მოთხოვნის საფუძველზე
  • ტენდერის ძირითადი დროს გასვლის შემდეგ, კომპანიამ შესაძლოა დამატებითი დრომისცეს მონაწილე კომპანიებს, რომ მათ მიერ მოხდეს შემოთავაზებების გადახედვა/ გაუმჯობესება;

მომსახურების შესყიდვის პერიოდი: 01.04.2025 – 31.09.2025

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 14.03.2025 18:00 საათი;

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში

გადახდის პირობა:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურებისმიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლოზედნადების დადასტურებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, /, ელ.ფოსტა)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის დასახელება;
  • კომერციული წინადადება;
  • შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება:
  • ტრანსპორტირების ვადები;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელიდოკუმენტაცია.
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე, 14 მარტის 18:00 საათამდე:

. თბილისი, ისაკიანის #1. შპსსაქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: მარიამ კვარაცხელია 
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1 
ელ. ფოსტაm.kvaratskhelia@gdl.ge
ტელ.: +995 551 59 63 06

საკონტაქტო პირი: ვასილ ბეშკენაძე
მის.: საქართველო, თბილისი, ისაკიანის #1
ელ. ფოსტა: v.beshkenadze@gdl.ge
ტელ.: +995 551 31 20 97

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები