ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25473 - ტენდერი ოთხი ერთეული სამგზავრო ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 თებერვალი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს: ოთხი ერთეული სამგზავრო ლიფტის (10 პერსონა/1000 კგ) შესყიდვა/მონტაჟი 18 სართულიან შენობაში ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად.

საყურადღებო ინფორმაცია!

  • შენობა არის 18 სართულიანი, აქედან ორი ლიფტი ემსახურება 18 სართულს, ხოლო დანარჩენი ორი-15 სართულს;
  • იმ ორი ერთეული ლიფტიდან, რომელიც ემსახურება შენობოს 18 სართულს, ერთი უნდა იყოს ხანძარ მედეგი (სახანძრო ლიფტი);
  • პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ასევე არსებული ლიფტების დემონტაჟი და დასაწყობება ბანკის სასაწყობე ფართში მისამართზე: ქ. თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი #12;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე, დეტალების გასაცნობად პრეტენდენტი ვალდებულია წინასწარ დაათვალიეროს ობიექტი, სხვა შემთხვევაში შეთავაზება არ განიხილება;

არსებული ლიფტების ტექნიკური ინფორმაცია და ახალი ლიფტების მოთხოვნები:

  • ოთხი ერთეული ლიფტი;
  • ორი ერთეული ემსახურება 18 სართულს;
  • ორი ერთეული ემსახურება 15 სართულს;
  • სამანქანო - ლიფტის შახტა სამანქანოს გარეშე;
  • ბოლო სართულის იატაკიდან (ნულიდან) ზედა შახტის დასრულებამდე მანძილი - 5.4 მეტრი;
  • სტანდარტული სართული - 4 მეტრი;
  • გამონაკლისი სართული სიმაღლით (პირველი სართული) - 5,8 მეტრი;
  • ლიფტების შახტების ზომები - სიგრძე/სიგანე - 2.2/2.12 მეტრი;
  • ლიფტის ორმოს სიღრმე - 1.9 მეტრი;
  • არსებული ლიფტის კარის სიგანე - 0.8 მეტრი (უნდა გადაკეთდეს 0.9 მეტრზე);
  • არსებული ლიფტის კარის სიმაღლე - 2 მეტრი;
  • ლიფტის კაბინის შიდა ინტერიერის დიზაინი - შესათანხმებელია დამკვეთთან;
  • ლიფტის მოძრაობის სიჩქარე - 1.75/2.0 მეტრი/წამში;
  • ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით;
  • ლიფტის მართვის სისტემა და გამოსაძახებელი (ღილაკების) პანელი უნდა იძლეოდეს სართულების გამოსაძახებელი ღილაკების ბანკში არსებული ლიფტის ღილაკების მართვის სისტემის სარელეო მოდულზე (https://www.supremainc.com/en/hardware/eol_lift-io.asp) დაერთების შესაძლებლობას;
  • ტენდერში მსურველი ყველა მოაწილე ადგილზე უნდა გაეცნოს ტექნიკურ საკითხებს;

დამატებითი მოთხოვნები ლიფტების მოწყობასთან დაკავშირებით:

  • ლიფტის კაბინები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ხელი არ შეუშალოს შშმ პირის შესვლასა და მის მიერ ლიფტის ექსპლუატაციას. კაბინაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას მისადაგების შესაძლებლობა, რათა შშმ პირმა ადვილად და დამოუკიდებლად შეძლოს ლიფტის ექსპლუატაცია. ლიფტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირთა მოთხოვნებზე;
  • ლიფტები მოწყობილი უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების, ქვეთავი 407 - ლიფტები” სრული დაცვით მათ შორის: გამოძახების ღილაკების მოთხოვნები - დაცული უნდა იყოს გამოსაძახებელი ღილაკების სიმაღლის, მათი ზომის, გამოძახების რეგისტრაციაზე მიმთითებელი ხმოვანი/ვიზუალური მანიშნებლების, ლიფტის მოძრაობის მიმართულების შესაბამისი ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინების, სართულის აღმნიშნავის, მართვის ღილაკებისა და საავარიო ღილაკების მდებარეობის სტანდარტები; კაბინისა და ლიფტის კარის მოთხოვნები - დაცული უნდა იყოს ლიფტის კაბინისა და კარის ღიობის ზომები, უსაფრთხოების ნორმები, იატაკის ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი, მყარი და არასრიალა;
  • მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი კაბინის ვარდნის რისკი;
  • ტვირთამწეობის გადაჭარბებისას შეუძლებელი უნდა იყოს ლიფტის მოძრაობის დაწყება;
  • ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველით;
  • ლიფტი უზრუნველყოფილ უნდა იქნას დამოუკიდებელი ელ. ხაზით; ლიფტს უნდა ემსახურებოდეს უწყვეტი კვების წყარო, რომლის სიმძლავრეც საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ძირითადი ელ. ენერგიის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს უახლოეს სართულამდე მისვლა და კარის გაღება;
  • ლიფტის სამოძრაო სივრცეში შეღწევა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური მომსახურების, რემონტის ან საგანგებო სიტუაციების დროს; ჩვეულებრივ სიტუაციაში უნდა შეწყდეს მისი ექსპლუატაცია ამ სივრცეში ადამიანის შეღწევის შემთხვევაში;
  • შეუძლებელი უნდა იყოს ლიფტის კაბინის ამოძრავება თუ ჩასასხდომი კარებები არაა დაკეტილი ანკაბინას არ მიუღწევია ბაქნამდე;
  • ელ. ენერგიის გათიშვის ან ლიფტის ელ. მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ლიფტს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ვარდნისაგან დამცავი და ზევით-ქვევით უკონტროლო გადაადგილებისგან დამცავი მოწყობილობა;
  • ჩასასხდომი და კაბინის კარებები აღჭურვილ უნდა იქნას მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ადამიანის დაზიანებას კარების მოძრაობის პროცესში;
  • სახანძრო ლიფტი უნდა იყოს ცეცხლმედეგი, მისი ხარისხის, საიზოლაციო თვისებების (ალის შეჩერება) და თბოგადაცემის (თბური გამოსხივების) თვალსაზრისით; სახანძრო ლიფტის კაბინას უნდა ჰქონდეს სტანდარტების შესაბამისი ცეცხლმედეგობის ხარისხი.
  • ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს კაბინაში ავარიული შემთხვევისას დარჩენილი მგზავრების გამოყვანის (ევაკუაციის) საშუალებებით;
  • ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირის საშუალებებით;
  • ლიფტი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტში დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ტემპერატურის გადაჭარბების შემთხვევაში, დაასრულოს მოძრაობა და აღარ შეასრულოს ახალი ბრძანება;
  • ლიფტის კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტის ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფილი იყოს ვენტილაცია მგზავრებისათვის;
  • გამოყენების დროს ან ღია კარის შემთხვევაში ლიფტის კაბინა უნდა იყოს განათებული. კაბინაში აგრეთვე უნდა იყოს ავარიული განათება;
  • უწყვეტი კვების საშუალებები, განათება და ავარიული განათება უნდა ფუნქციონირებდნენ ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც. მათი მუშაობის პერიოდი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი იმისათვის, რომ შესრულდეს გათავისუფლების ჩვეულებრივი პროცედურა;
  • ლიფტის მართვის სქემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანძრის შემთხვევაში, უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ლიფტის გაჩერება გარკვეულ სართულებზე და ამ შემთხვევაში ლიფტს უნდა ჰქონდეს სპეციალური მართვის მექანიზმი სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად;
  • თუ ლიფტი დაპროექტებულია იმგვარად, რომ კაბინაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ კაბინიდან გამოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები;
  • ლიფტების სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს ლიფტების კაბინის, ბაგირების, ამძრავი მოწყობილობების, საკიდების და სხვა მექანიზმების მდგრადობისა და გამართულობის, ასევე გათბობის, ვენტილაციის, სამართავი და საავარიო ღილაკების, ხმოვანი შეტყობინებების  შემოწმება/ტესტი. ლიფტების შემოწმება ასევე უნდა მოხდეს სხვადასხვა სცენარების გათვალისწინებით, მაგალითად: ელ. ენერგიის მიუწვდომლობა, ლიფტის ავარიული გაჩერება, გადაჭარბებული წონა ან ტემპერატურა, ავარიული მართვის შესაძლებლობა, საგანგებო სიტუაციები. შემოწმების შემდგომ უნდა დაიწეროს შესაბამისი აქტი შემოწმების ჩატარების, შემოწმებული მექანიზმებისა და გამართულობის შესახებ, რომელიც გადაეცემა დამკვეთს.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე; 

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი; 

შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 მარტი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ტელ: 595 901 200
ელ
-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 თებერვალი 2025 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა