
ჩაბარების ვადა:
4 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25476 - ტენდერი საკანცელარიო და ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
დეველოპერული კომპანია, შპს ,,ბიოგრაფი ლივინგი’’ და შპს „მპ დეველოპმენტი“ (პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ https://biograpi.ge/ ) აცხადებენ კონსოლიდირებულ ტენდერს საკანცელარიო და ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- სრულად შევსებული Excel ფაილები - დანართი N1- ჰიგიენური ან/და დანართი N2-საკანცელარიო
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- საბანკო რეკვიზიტები
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
- საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი
შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:
- ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
- დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
- დანართ N1-სა და დანართ N2-ში მოცემული სპეციფიკაციებისგან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი
- შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში 3 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პუნქტების ნიმუში
- ნიმუშების წარმოდგენა ხდება უსასყიდლოდ
სატენდერო პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი კალენდარული წლის ვადით;
- სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
- პრეტენდენტმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს როგორც საკანცელარიო და ჰიგიენურ ტენდერში ერთად, ასევე მხოლოდ რომელიმე მათგანში, პრეტენდენტის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.
- შეკვეთის მოცულობა: დანართში მოცემული რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლებელია შემცირდეს ან გაიზარდოს კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
- შეკვეთის განთავსება: კომპანიის მხრიდან ყოველი კალენდარული თვის ბოლო კვირაში მოხდება თვიური შეკვეთის ფორმის გაგზავნა კონტრაქტორთან.
- გარდა ამისა, თვის განმავლობაში შესაძლებელია, კომპანიის მხრიდან განხორციელდეს მცირე მასშტაბის შეკვეთები. სხვადასხვა სახის საკანცელარიო ან/და ჰიგიენურ პროდუქტზე - მისამართის წინასწარ შეთანხმებით.
- მიწოდების ვადა: შეკვეთის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს შეკვეთის სრულყოფილად მიწოდება კომპანიის მისამართზე
- მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის 80კ, ბიოგრაფი ლივინგის ოფისი; ქ. თბილისი, წერეთლის N45; ქ.თბილისი, ქ.წამებულის N65; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N25; ქ. თბილისი, მაიაკოვსკის N2;
- ანგარიშსწორების პირობა: უნაღდო, მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად განფასებული ფასების ცხრილი (დანართი N1,დანართი N2), თითოეულ პოზიციაზე მითითებული ღირებულებით და შესაბამისი სპეციფიკაციებით, რაც მოცემულია დანართებში.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ჩათვლით.
- კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ნიმუშები მისამართზე: ი.ჭავჭავაძის N80კ, ბიოგრაფი ლივინგის სათავო ოფისი
ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 4 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ნანავა
+995 599 04 06 90
Procurement@biograpi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
დოკუმენტაცია
საკანცელარიო პროდუქცია დანართი N2
საკანცელარიო პროდუქცია დანართი N2
სატენდერო პირობები - საკანცელარიო ჰიგიენური
სატენდერო პირობები - საკანცელარიო ჰიგიენური
ჰიგიენური პროდუქცია დანართი N1
ჰიგიენური პროდუქცია დანართი N1
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია