ჩაბარების ვადა:

4 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25478 - ტენდერი 2 ლოტად პრეციზიული (სასერვერო) გაგრილების სისტემის მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 2 ლოტად პრეციზიული (სასერვერო) გაგრილების სისტემის მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა განახორციელოს შპს „თეგეტა მოტორსის“ ორი სასერვერო ოთახის კუთვნილი პრეციზიული გაგრილების სისტემის ყოველთვიური პროფილაქტიკური სერვისი, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება დანართი 1-ით განსაზღვრული სარეგლამენტო სამუშაოებით;
  • პრეტენდენტი კომპანია მომსახურებას გაწევას უნდა ახდენდეს STULZ-ის სერთიფიცირებული ინჟინრის მეშვეობით, შესაბამისი სერთიფიკატი უნდა დაერთოს ტენდერში წარმოდგენილ წინადადებას;
  • პრეტენდეტმა კომპანიამ უნდა განახორციელოს სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით;
  • კომპანიებს შეუძლიათ წინადადებები შემოიტანონ როგორც ერთი სასერვერო ოთახის კუთვნილი პრეციზიული გაგრილების სისტემის პროფილაქტიკურ სერვისთან დაკავშირებით (2 ან 3 კონდიციონერი), ასევე, ორივე ოთახთან მიმართებაში (ჯამში 5 კონდიციონერი). 
  • წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს გაგრილების სისტემის მომსახურება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • შესყიდვის ობიექტის მოთხოვნები წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

2. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასების მიწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში) მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა ხარჯი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები).

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129: DC1 - განთავსებულია 2 კონდიციონერი, DC2 - განთავსებულია 3 კონდიციონერი.

4. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამკვეთისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა ხარჯის  და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);

6. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული;
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.

ნფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 მარტი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციასსხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 თებერვალი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა