
5 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25491 - ტენდერი შშმ პირებისთვის გარე გამოყენების ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს: ფილიალში (ახალქალაქი, თამარ მეფის გამზ. 62) გარე გამოყენების შშმ პირების ლიფტის შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის (დანართი #1), ასევე ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3, ფოტო 4, ფოტო 5, ფოტო 6, ფოტო 7 და გეგმარების დოკუმენტის შესაბამისად;
- შემოთავაზებული მოდელი განკუთვნილი უნდა იყოს ფილიალის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რთული კლიმატური პირობების გათვლისწინებით;
- ლიფტი მოწყობილი უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების, ქვეთავი 407 - ლიფტები და 410 - ბაქან-ლიფტები” სრული დაცვით მათ შორის: გამოძახების ღილაკების მოთხოვნები - დაცული უნდა იყოს გამოსაძახებელი ღილაკების სიმაღლის, მათი ზომის, მართვის ღილაკებისა და საავარიო ღილაკების მდებარეობის სტანდარტები; კაბინისა და ლიფტის კარის მოთხოვნები - დაცული უნდა იყოს ლიფტის კაბინისა და კარის ღიობის ზომები, უსაფრთხოების ნორმები, იატაკის ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი, მყარი და არასრიალა; ლიფტი უნდა იყოს დახურული ტიპის, შესაბამისად შეზღუდული უნდა იყოს მასში ნალექების შეღწევა;
- ლიფტები მოწყობილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის, 2011 წლის 20 ივლისს დამტკიცებული №289-ე დადგენილების - ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი - სრული დაცვით
- ლიფტის კაბინაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას მისადაგების შესაძლებლობა, რათა შშმ პირმა ადვილად და დამოუკიდებლად შეძლოს ლიფტის ექსპლუატაცია. ლიფტი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირთა მოთხოვნებზე;
- ლიფტი უზრუნველყოფილ უნდა იქნას განათებით, მათ შორის საავარიო განათებით;
- ლიფტში მოწყობილი უნდა იყოს ვენტილაცია ბუნებრივი, ხელოვნური ან კომბინირებული ვარიანტით;
- ლიფტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავარიული მართვის შესაძლებლობით;
- ლიფტის სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ შემსრულებელმა უნდა ჩაატაროს ლიფტის კაბინის, ამძრავი მოწყობილობების, საკიდების და სხვა მექანიზმების მდგრადობისა და გამართულობის, ასევე სამართავი და საავარიო ღილაკების, ხმოვანი შეტყობინებების შემოწმება/ტესტი. შემოწმების შემდგომ უნდა დაიწეროს შესაბამისი აქტი შემოწმების ჩატარების, შემოწმებული მექანიზმებისა და გამართულობის შესახებ, რომელიც გადაეცემა დამკვეთს.
- დეტალების დასაზუსტებლად პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ახალქალაქი, თამარ მეფის გამზ. 62;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 5 მარტი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ტელ: 595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები