
9 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25525 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
“შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი” აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესახებ.
სარემონტო სამუშაოების მოცულობა და გეგმა გრაფიკი წარმოდგენილია სატენდერო დუკუმენტაციის დანართები : LOT #1 და LOT #2.
სამუშაოს სპეციფიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე ჩასატარებელი სამუშაოები გაყოფილია LOT #1 - ვინილის იატაკის მოწყობის სამუშაოები და LOT #2 - სანტექნიკის, ელექტროობის, სამღებრო და ჭერის სრული შეცვლის სამუშაოები. ნაწილად.
პრეტენდენტს სურვილისამებრ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და დააფიქსიროს წინადადება, როგორც ორივე ლოტის, ასევე ცალკეულად რომელიმეს შემთხვევაში. თუმცა ცალ ცალკე გამარჯვებულის შერჩევის შემთხვევაში აუცილებელი პირობაა კორდინირებულად სამუშაო პროცესის განხორციელება.
აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორი - გამომდინარე იქედან რომ კლინიკა ვერ შეწყვეტს ფუნქციონირებას, სამუშაოების შესრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, ფლიგელ -ფლიგელ. გეგმა-გრაფიკში საორინტაციოდ არის გაწერილი ვადები და დეტალურად არის მოცემული I, II, III სართულის კვადრატულობები ფლიგელების მიხედვით. იხილეთ დანართი #2 პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა შემოგვთავაზოს თავისი გეგმა-გრაფიკი, მაგრამ არ უნდა დაირღვეს პირობა, რომ ერთდროულად ერთ ფლიგელზე მეტში ვერ მოხერხდება სამუშაოების ჩატარება.
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:
- კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათ შორისხანგრძლივი პროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
- კომპანიას უნდა გააჩნდეს აუცილებელი სერთიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც უფლებასაძლევს სარემონტო სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ნორმების და რეგულაციებისშესაბამისად.
- ამასთანავე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალიზირებული გუნდი, რომელიცდაკისრებულ დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
- LOT #1 -ში მონაწილეობის შემთხვევაში აუცილებელია: ვინილის იატაკის მოწყობის სამუშაოებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2000 კვ.მ-ზე ვინილის საფარის მოწყობა (აღნიშნულ სამუშაოზე სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა)
პროექტის ზედამხედველობა:
პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოების ხარისხზეპასუხისმგებელი იქნება დამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენროგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროის ფარგლებში შესრულების კონტროლს.
პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო გარემოს ჰიგიენაზე და ყველა ეტაპზე დროის და ხარისხის გაკონტროლებაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს რომელიც წარადგენს საუკეთესო წინადადებას შემდეგი კრიტერიუმიების მიხედვით :
- ფასი და შესრულების დრო : წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური დაკონკურენტუნარიანი, სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან შესაბამისობაში, როგორც ფინანსურად ისე შესრულების დროის კუთხითაც
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- თითოეული სამუშაოს ბიუჯეტი, LOT #1 და LOT#2 ის შესაბამისად
- სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
- წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა და დასრულებისეტაპებს.
- ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს დაუსაფრთხოებას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 9 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
nonmedical_procurements@vian.health
tkeshelashvilit@clinics.ge
551-46-44-22
თორნიკე ტყეშელაშვილი
598 75-55-54
ლაშა ბაბუნაშვილი
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება