
7 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT25566 - ტენდერი კავთისხევის სამსხვრევის იჯარასა და მასალის დამსხვრევის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას მის მფლობელობაში არსებული კავთისხევის სამსხვრევის იჯარასა და მასალის დამსხვრევის მომსახურებაზე.
სიტუაციის აღწერა:
- კასპის რაიონში მდებარეობს ქართული ცემენტის სამსხვრევი, სადაც ხდება კირქვის, ტუფის, ქვიშა ღორღის და სხვა მასალების დამსხვრევა და რომელსაც იჯარით გადასცემს ქართული ცემენტი კონტრაქტორს.
- კონტრაქტორი ასრულებს კირქვის, ტუფის და სხვა მასალების დამსხვრევას დათვითმცლელში ჩატვირთვას იჯარით მიღებული კავთისხევის სამსხვრეველას მეშვეობით. ამ ეტაპისთვის წლიური საორიენტაციო რაოდენობა არის შემდეგი: კირქვა 40,000 ტონა და 100,000 ტონა ტუფი.
- კონტრაქტორი პასუხისმგებელია იჯარით აღებული ქონების რეგულარულ მოვლაზე.
ქონების მოვლა, გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება:
- კონტრაქტორი ვალდებულია იჯარით აღებული ქონების რეგულარულ მოვლაზე. მოიჯარემუნდა შეინარჩუნოს ქონება კარგ მდგომარეობაში და დაიცვას კანონმდებლობითდადგენილი სანიტარული, ხანძარსაწინააღმდეგო, გარემოს დაცვითი, შრომისუსაფრთხოების და სხვა ნორმები და ტექნოლოგიური რეჟიმი. მოიჯარე ასევეპასუხისმგებელია ქონების შენახვაზე, რაც მოიცავს ზიანის თავიდან აცილებას და იმდამდგარი ზიანის სწრაფ ლიკვიდაციას, რომელმაც შესაძლოა რაიმე ზეგავლენა იქონიოსქონების გამოყენებაზე ან ღირებულებაზე.
- მოიჯარე გაიღებს ყველა იმ ხარჯს, რაც აუცილებელია ქონების სარემონტოდ და სხვასამუშაოების განსახორციელებლად. მოიჯარე საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ქონების დაცვას და მოვლას.
- მოიჯარე ვალდებულია აღმოფხვრას ნებისმიერი და ყველა ზიანი, რომელიც მიადგებაქონებას, როგორც უშუალოდ თავისი ასევე მესამე პირთა ქმედების გამო.
- მეიჯარე უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროსდა სისტემურად დაათვალიეროს იჯარით გადაცემული ქონება და განახორციელოსწარმოების პროცესის მონიტორინგი. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის მოთხოვნისშესაბამისად უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დაზიანების აღმოფხვრა.
- მოიჯარე ვალდებულია გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით საქმიანობისდაწყებამდე მოიპოვოს სკრინინგის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში თუ სკრინინგისგადაწყვეტილება დაავალდებულებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, საქმიანობისდაწყებამდე მოიპოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
- გარემოს დაცვის სამინსიოტროსთან შეათანხმოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისწყაროების და მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ინვენტარიზაციის ტექნიკურიანგარიში.
ობიექტის ექსპლუატაციის განმავლობაში, მათ შორის სატრანსპორტო და სხვა საშუალებებისგამოყენების დროს მოიჯარე ვალდებულია:
- ფლობდეს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებართვებს.
- გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს;
- არ დააბინძუროს გარემო და უზრუნველყოს სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილინარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვა;
- დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები გარემოს დაცვის სფეროში;
- დაიცვას შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, შიდა გარემოსდაცვითი პროცედურები დაწესები.
იჯარის ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში დასაქმებულთან, აგრეთვე თანმყოფ სხვა პირთანჯანმრთელობის დაცვასა და შრომის უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესრულებაზეპასუხისმგებლობა ეკისრება მოიჯარეს.
დასამსხვრევი მასალის მიწოდებას კავთისხევის კარიერზე სამსხვრეველასთან უზრუნველყოფსშემკვეთი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარკვალიფიკაცია/შეფასება.
პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი,საკონტაქტო ინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნებისშესაბამისობასთან მზადყოფნის დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Giorgi.otarashvili@cement.ge
ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმისსაშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიანშეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
- სარეკომენდაციო წერილები;
- 500,000 ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
- კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი.
კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს 31 მარტისა.
კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 07.04.2025 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები