ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25568 - ტენდერი ტუფის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს ტუფის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კასპის რაიონში სოფელი ძეგვიდან კავთისხევის სამსხვრევამდე. 

მოსაპოვებელი ტუფის საორიენტაციო წლიური რაოდენობა 100 000 ტონა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებული კომპანიები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ ქართული ცემენტის ელექტრონულ პლატფორმაზე როგორც მომწოდებლები და გაიარონ წინასწარ კვალიფიკაცია/შეფასება. 

პირველ ეტაპზე, კომპანიებმა უნდა გამოაგზავნონ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია, ქვემოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოთხოვნების შესაბამისობასთან მზადყოფნის დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  George.lobjanidze@cement.ge

ტენდერი ჩატარდება ,,ქართული ცემენტის“ ელექტრონული ტენდერების პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც გაივლიან შეფასებას და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.

კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაოების 2 წლიანი გამოცდილება (კარიერის დამუშავების და ნედლეულის ტრანსპორტირების მიმართულებით).
  • უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ნაყარი ტვირთის გადასაზიდი საკარიერო სატვირთო მანქანები და სხვა სპეც ტექნიკა;
  • 2 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში, გაცემული მომსახურე ბანკიდან.;
  • ომერციულ წინადადებასთან ერთად კომპანიას შესაძლოა მოეთხოვოს წარმოადგინოს საქართველოშილიცენზირებული ბანკებიდან ერთ-ერთის მიერ დადასტურებული „performance guaranty“ (საბანკო გარანტია) 500 000 ლარის ოდენობით. გარანტია ძალაში უნდა იყოს გაცემიდან 1 წლის განმავლობაში;
  • სარეკომენდაციო წერილები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი.  

ტექნიკაზე მინიმალური მოთხოვნები:

  • სატვირთო მანქანები მოთხოვნისამებრ აღჭურვილი უნდა იყვნენ გადასაფარაბელი ტენტებით;
  • კარიერებზე სატრანსპორტო სამუშაოები უნდა შესრულდეს თვითმცლელი (ე.წ. ზედდადგმული) ტიპის ავტომობილებით;
  • დატვირთვა დასაშვებია კანონმდებლობით გათვალისწინებული დატვირთვით.
  • დამტვირთველის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ოპერატორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამის ტექნიკაზე მუშაობის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება. 

კარიერის განვითარება:

  • პრეტენდენტს უნდა შეეძლოს კარიერის გეგმის მიხედვით განვითარება (დამუშავება).
  • პრეტენდენტი ვალდებულია მოინახულოს ძეგვის ტუფის კარიერი ტენდერში მონაწილეობამდე გაეცნოს განვითარების გეგმას. შეხვედრის წინასწარ დასანიშნად დაუკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე George.lobjanidze@cement.ge
  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს კარიერის დამუშავების და ნედლეულის ტრანსპორტირების თავისი ხედვა თუ რა ტექნიკით შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს.

შერჩეულ კომაპნიებთან მოხდება ვიზიტები. საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და გასაუბრება.

კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უნდა გამოთქვან (ელექტრონული ფოსტით გამოგზავნონ შეტყობინება და მოთხოვნილი ინფორმაცია) არა უგვიანეს 21 მარტისა.

პრეტენდენტებმა ტენდერში უნდა მიუთითონ ფასები 1 ტონა ტუფის:

  • მოპოვება და დატვირთვა;
  • ტრანსპორტირება კავთისხევის სამსხვრევამდე.

ფასები უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.

კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც ცალკეულ ლოტზე (მოპოვება და დატვირთვა ან ტრანსპორტირება), ასევე, ორივე ლოტზე ერთად.

გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.

კომერციული წინადადებების პორტალზე ატვირთვის საბოლოო ვადაა 27.03.2025 17:00 სთ.  

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 14200000 ქვიშა და თიხა