
ჩაბარების ვადა:
19 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25574 - ტენდერი თერმული პრინტერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თერმული პრინტერის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა :
- საორიენტაციო რაოდენობა - 400 ცალი
- ბეჭდვის ტექნოლოგია: პირდაპირი თერმული ბეჭდვა
- ქაღალდის სიგანე: 80 მმ
- ბეჭდვის სიჩქარე: მინიმუმ 200 მმ/წმ
- თერმული თავაკის სიცოცხლის ხანგრძლივობა: მინიმუმ 100 კმ
- მექანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა: მინიმუმ 1.5 მილიონი ჭრა (Auto Cutter)
- პორტები: COM RS-232 / USB / RJ45 / RJ11
- რეზოლუცია: 203 dpi ან მეტი
- ქაღალდის სენსორი: ქაღალდის დასასრულისა და საცობის დეტექცია
- ჭრის მექანიზმი: ავტომატური საჭრელი (Auto Cutter)
- მეხსიერება: მინიმუმ 4MB Flash, 8MB SDRAM
- დაკავშირებადობა: LAN, USB, Serial
- ენერგიის წყარო: 24V DC
- დაბეჭდვის მხარდაჭერილი შრიფტები: სხვადასხვა ენებისა და ბარკოდების მხარდაჭერა
- ოპერაციული სისტემის თავსებადობა: Windows, Linux, Android, iOS
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ( წინადადების მოწოდება საჭიროა როგორც პრინტერზე , ასევე მის თავაკზე);
- დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ბეჭდვის სიჩქარე, თვითმჭრელის ჭრის რესურსი, თავაკის რესურსი, პრინტერის ზომა, ინტერფეისი და სხვა ფუნქციური/ტექნიკური პარამეტრები) ;
- ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
- გთხოვთ, გამოაგზავნოთ დანართ N1-ში შევსებული სატენდერო შემოთავაზება.
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 მარტი, 18:00 საათი.
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
ელ.ფოსტა: Mariam.Kuliashvili@orinabiji.ge
ანი შენგელია
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 51600000 კომპიუტერებისა და საოფისე მოწყობილობების დამონტაჟება
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები