
13 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25576 - ტენდერი კომპანიის მფლობელობაში მყოფი მანქანების GPS მოწყობილობის დაყენებისა და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს კომპანიის მფლობელობაში მყოფი მანქანების GPS მოწყობილობის დაყენებისა და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე კომპანიის საკუთრებაში მყოფ 35 მანქანაზე.
ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 16 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge
კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.
ალტა უკვე 27 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შეთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარების ეტაპები:
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
2. ტენდერის შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:
შესყიდვის ობიექტები:
- შპს „ალტა“
- GPS მოწყობილობის იჯარით აღება
- GPS მონიტორინგის მომსახურების შესყიდვა
- მოწყობილობის მიწოდება ხორციელდება ერთჯერადად, ხოლო მომსახურების გაწევა ყოველთვირად.
3. მომსახურების აღწერა:
- მოწყობილობის დაყენება უნდა მოხდეს იჯარით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში
- გადაადგილების მონიტორინგი რეალურ დროში (ავტომობილის მიმდინარე სიჩქარე;ადგილმდებარეობა;სტატუსი) დროის სხვადასხვა მონაკვეთში ობიექტის ადგილმდებარეობისა და დინამიკის ვიზუალიზაცია
- განვლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაციის ჩაწერა, პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუკაზე. ისტორიისა და ინფორმაციის ნახვა, სად იყო, დღის რომელ მონაკვეთში რა სიჩქარით იმოძრავა; დეტალური ინფორმაცია რომელ საათზე გაჩერდა/გაითიშა ძრავი, დაიქოქა.
- ზონების დაყოფის შესაძლებლობა სიჩქარეების მიხედვით: ქალაქი; ავტობანი; დასახლებული პუნქტი;
- სიჩქარის კონტროლი ზონების მიხედვით, გადაჭარბების შემთხვევაში გაფრთხილების სიგნალი ავტომობილში.
- მეილის/ რეპორტის მიღება სიჩქარის გადაჭარბების შესახებ ზონების მიხედვით; კონკრეტული ინფორმაცია დარღვევის შესახებ(სად; რამდენით გადააჭარბა; დარღვევის ხანგრძლივობა და ა.შ
- მეილის /რეპორტის მიღება ავტომობილის დაქოქვის შესახებ კონკრეტული/ განსაზღვრული დროის მონაკვეთში(დეტალური ინფორმაციით)
- აჩქარება/ შენელების კონტროლი(სწრაფად სიჩქარის განვითარება-უხეში დატორმუზება) აგრესიული მართვის შეფასება ქულებით, დეტალური ინფორმაცია მეილის/რეპორტის სახით.
- საწვავის პროგრამული მონიტორინგი, საწვავის სავარაუდო ხარჯვის განსაზღვრა კილომეტრაჟის მიხედვით.
- ჯიპიეს სისტემის მწყობრიდან გამოსვლის/ სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მყისიერი შეტყობინება მეილზე.
- მობილური აპლიკაციით ავტომობილების კონტროლი რეალურ დროში
- ჯიპიეს სისტემის ავტომობილიდან ჩართვა/გამორთვის ფუნქცია
- დაქოქვისას სმს შეტყობინების მიღება, ნამუშევარი საათების აღრიცხვა
- ყველანაირი ჯარიმის აღრიცხვა სისტემაში
4. დამატებითი ინფორმაცია:
- შემსყიდველი კომპანია უფლებას იტოვებს ლოტების მიხედვით გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია/ები.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით.
- მოწყობილობისა და მომსახურების ფასები ხელშეკრულების პერიოდში დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
- ანგარისსწორება იწარმოება ლარში. მომსახურების მიღებიდან მიმდინარე თვეს დამატებული 15 დღის ვადაში.
5. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორი კომპნიების სია.
- კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
- გამოცდილება შესაბამისა სფეროში მინ. 2 წლიანი.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესასყიდი საქონლის ფასი
- მომსახურების ფასი
- გადახდის პირობა
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
6. სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესშიდა საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 მარტი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სპციალისტი
საკონტაქტო პირი: თათული კოსტავა
ელ. ფოსტა: t.kostava@alta.ge
ტელ: +995 568 01 06 46
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 51200000 საზომი, შესამოწმებელი, საცდელი და სანავიგაციო მოწყობილობების მონტაჟი
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 63700000 სახმელეთო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის დამხმარე მომსახურებები