
17 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25606 - ტენდერი თანამშრომელთა კვების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს თანამშრომელთა კვების მომსახურების შესყიდვაზე.
ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 16 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge
კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.
ალტა უკვე 27 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შეთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
1. ტენდერის შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები
შესყიდვის ობიექტები:
- შპს „ალტა“ -ს თანამშრომლებისთვის კვებითი მომსახურების მიწოდება;
- მისამართი: ქ.თბილისი,გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.162-144
- დასაქმებული პერსონალის რაოდენობა: 40 ადამიანი
- პროდუქციის მიწოდება უნდა მოხდეს დღეში 1-ჯერ, 12:00 - 13:00-საათის შუალედში (ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით).
- პროდუქციის რაოდენობა სამუშაო დღეებში შეადგენს 40 ცალს (პერსონაზე) -ხოლო შაბათ-კვირას 20 ცალს. (პერსონაზე) . კომპანიას უნდა ქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს/შემცირდეს მოწოდების რაოდენობა, კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად.
- შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს განთავსებული ინდივიდუალურად, 1 პერსონისთვის პაკეტებში.
- მოწოდებული საკვების მენიუ უნდა იცვლებოდეს ყოველდღე. ( შესაძლებელია წინასწარ შეთანხმდეს 2 კვირის მენიუ)
- მისაწოდებელი კერძების მომზადება უნდა ხორციელდებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. კერძები მომზადებული უნდა იქნეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მზა კერძების მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით;
- ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი პროდუქცია მოწოდებული უნდა იყოს ცალ-ცალკე შეფუთული, პროდუქციისთვის განკუთვნილი პაკეტებით (ლანჩბოქსებით);
- მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს, უნდა იყოს ახალი, საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე გადაამოწმოს ჰიგიენის ნორმების დაცვა, როგორც საკვები პროდუქტები მომზადების ადგილზე და ასევე ტრანსპორტირების დროს.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა წესსა და ნორმას.
- ტენდერში მონაწილე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს, სურსათის უვნებლობისა მოთხოვნებსა და HACCP-ის სტანდარტებს.
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კლიენტების ჩამონათვალი და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილები.
2. სატენდერო წინადადება:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- სატენდერო წინადადებებში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი:
მენიუ (დღეების მიხედვით მინ: 1 კვირა)
მენიუს ფასი 1 ადამიანისთვის (ლარში, დღგ-ს და ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით)
- პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორი კომპანიების სია.
- კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
- გამოცდილება შესაბამისა სფეროში მინ. 2 წლიანი.
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
3. დამატებითი ინფორმაცია:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით.
- ფასები ხელშეკრულების პერიოდში დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
- ანგარიშსწორება იწარმოება ლარში. მომსახურების მიღებიდან მიმდინარე თვეს დამატებული 15 დღის ვადაში.
შენიშვნა:
- შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 მარტი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შესყიდვების სპციალისტი
საკონტაქტო პირი: თათული კოსტავა
ელ. ფოსტა: t.kostava@alta.ge
ტელ: +995 568 01 06 46
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები