ჩაბარების ვადა:

28 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25614 - ტენდერი HR პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, HR პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. 

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 28 მარტი 18:00 საათი.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულკონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციაპრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სსქართუ ბანკი(ტენდერის დასახელება - HR პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა) 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
    - პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
    - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
    - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ძირითადი HR ფუნქციების ავტომატიზაცია
  • თანამშრომლების მონაცემების მაქსიმალური სიზუსტე
  • HR ანგარიშგების და ანალიტიკური შესაძლებლობები
  • შრომის კანონმდებლობის და რეგულაციების დაცვა
  • დასაქმებულთა ბარათების აღრიცხვა
  • მენეჯერული რეპორტების მიღება
  • ბრძანების მომზადება
  • თანამშრომლის მიღება
  • შვებულებების მართვა
  • სახელფასო უწყისების ფორმირება და მართვა
  • დეკლარაციების ფორმირება
  • სახელფასო პარამეტრების მართვა
  • დეტალურად იხ. დანართი #1-ში. 

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.cartubank.ge/index.php?m=464

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა,
მობილური ნომერი: (+995) 591218000,
ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე

გიორგი ტერ-ნერსესოვი,
მობილური ნომერი:
(+995) 599 888 887,  
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (444),  
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ფუნქციონალურ საკითხებზე:

თეკლა დევდარიანი, 
მობილური ნომერი: (+995) 598 47 70 17,
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (565),
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები