ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2562 - ტენდერი სკოლის მოსწავლეთა კვებისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კაფეს უზრუნველყოფაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების განახლებული ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.

ტენდერის აღწერილობა:

წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა აცხადებს კონკურსს სკოლის მოსწავლეთა კვებისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კაფეს უზრუნველყოფაზე.

  • მოსწავლეთა საერიონტაციო რაოდენობა 500-550 მოსწავლე
  • მომსახურეობის გაწევის ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 82

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • ბოლო სამი წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების ჩამონათვალი. (კომპანი(ებ)ის, მომსახურების გაწევის პერიოდისა და ჯამური თანხის მითითებით);
  • მინიმუმ ერთი (რეკომენდირებულია სამი) სარეკომენდაციო წერილი;
  • დეტალურად გაწერილი მენიუ ფასებით ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (100 გრამზე, 1 ცალზე, 1 ულუფაზე და ა.შ კერძის შესაბამისად);
    - მენიუს მრავალფეროვნება ჩაითვლება დადებით ნიუანსად;
  • სადილის პერიოდში მომსახურე პერსონალის რაოდენობა, მოვალეობები (ჭურჭლის მრეცხავი, საჭმლის გამცემი, ა.შ);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 30 ივნისი.

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nikoloz.siprashvili@btu.edu.ge
საკონტაქტო ნომერი: 593 93 22 93

სასურველია სკოლისა  და უნივერსიტეტის კვებითი ტერიტორიის დათვალიერება სატენდერო წინადადების შემოთავაზებამდე (მისამართი: ჭავჭავაძის 82), და ასევე განიხილება მომწოდებლის მხრიდან კვებითი ობიექტის სურვილისამებრ ცვლილების შემოთავაზებაც.

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება