
24 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT25634 - ტენდერი გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბილსრესის #4 ბლოკის 6 kV ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქციაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბილსრესის #4 ბლოკის 6 kV ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქციაზე (#10/03-GIEC-TPP/RDD-25).
პროექტის და სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართის სახით:
- დანართი 1. ტექნიკური პირობა
- დანართი 2. მუშა პროექტი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბილსრესის #4 ბლოკის 6 kV ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქციაზე” და ნომერი - #10/03-GIEC-TPP/RDD-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია; ტელ: 599 09 99 91.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 24 მარტი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
კახაბერ უნგიაძე
ელექტრო საამქროს უფროსი
ტელ.: 599 50 37 35
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება