ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25636 - ტენდერი ქსელის უნიფორმების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს, ქსელის უნიფორმების შესყიდვაზე.

ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელი ალტა დაარსდა 1997 წელს. ის დღეისათვის აერთიანებს 16 საცალო მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე კორპორატიულ, სადილერო გაყიდვებსა და ონლაინ მაღაზიას www.alta.ge

კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი, როგორიცაა: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Canon და სხვა 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი.

ალტა უკვე 27 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღეისათვის ის ბაზრის ლიდერია. კომპანიის მიზანია მომხმარებელს მუდმივად შესთავაზოს სიახლეები და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა: 

 შერჩევა ჩატარების ეტაპები:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 17 მარტი 17:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.  

1. ტენდერის შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შესყიდვის ობიექტები: 

  • შპს „ალტა რითეილი“
  • ქსელის უნიფორომები / ბრენდირებული პოლო მაისურები
  • შეკვეთის ჩაბარება უნდა მოხდეს ერთიანად, არაუგვიანეს 2025 წლის 20 აპრილისა.
  • შეკვეთის ჩაბარება უნდა მოხდეს, მომწოდებლის მხრიდან, შემდეგ მისამართზე - ა.ბელიაშვილის 104.

2. მომსახურების აღწერა:

  • 5 განსხვავებული ვიზუალის მქონე მაისური.
  • სავარაუდო ჯამური რაოდენობა - 1 930 ცალი.
  • ვიზუალები და ფერის კოდები - მოცემულია სამუშაო ფაილებში. ( დანართი 1)
  • ზომები - მოცემულია ექსელის ფაილში. ( დანართი 2) 

3. დამატებითი ინფორმაცია:

  • შემსყიდველი კომპანია უფლებას იტოვებს ლოტების მიხედვით გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია/ები.
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება.
  • ნიმუშების წარდგენის გარეშე მონაწილე ავტომატურად გამოეთიშება განხილვას.
  • აუცილებელ პირობაა მონაწილეებმა წარმოადგინონ ზუსტი ნიმუში მოთხოვნილი პროდუქციის.(ფერი, ვიზუალი, ყველა სახელობა)
  • პროდუქციის ფასები ხელშეკრულების პერიოდში დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
  • ანგარისსწორება იწარმოება ლარში. ჩაბარებიდან და ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 5 სამუშაო დღეში.
  • მაისურების ზუსტი რაოდნეობა დადგინდება გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დროს.

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორი კომპნიების სია.
  • კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
  • გამოცდილება შესაბამისა სფეროში მინ. 2 წლიანი.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი საქონლის ფასი
  • გადახდის პირობა
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

5. სატენდერო წინადადება:

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესშიდა საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზეwww.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდ აიქნას www.tenders.ge- პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 მარტი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების სპციალისტი
საკონტაქტო პირი: თათული კოსტავა
ელ. ფოსტა: t.kostava@alta.ge
ტელ: +995 568 01 06 46

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 მარტი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა