
ჩაბარების ვადა:
18 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25647 - ტენდერი 6 ერთეული (სედანი ან ჰეჩბეკი) ელექტრო ავტომობილის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 12 მარტი 2025 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ვიანი და სს საქართველოს კლინიკები აცხადებს ტენდერს 6 ერთეული (სედანი ან ჰეჩბეკი) ელექტრო ავტომობილის შესყიდვაზე.
1. ტექნიკური სპეციფიკაციები:
- გამავლობა - ( 400+ კმ)
- ელემენტის მოცულობა (40-50 კვტ.სთ)
- სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა და ხანგრძლივობა (შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა)
- ენერგოეფექტურობა (კვტ.სთ/100 კმ-ზე) (ხანგრძლივობა (შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა)
2. უსაფრთხოებისა და აღჭურვილობის მოთხოვნები:
- უსაფრთხოების სისტემები (ABS, ESP, AEB, ADAS და სხვა)
- უსაფრთხოების ბალიშების რაოდენობა
- კონტროლის სისტემები (ავტომატური დამუხრუჭება, პარკირების კონტროლი)
- კლიმატკონტროლი , კრუიზკონტროლი
3. სერვისი-ტენდერის მოთხოვნები:
- ოფიციალური სერვის ცენტრი საქართველოში:
შემოთავაზებული ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს საქართველოში ოფიციალური სერვის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებასა და რეგულარულ ინსპექტირებას. - ავტო ნაწილების მარაგი:
კომპანია ვალდებულია საქართველოში უზრუნველყოს საჭირო ავტო ნაწილების მარაგი, რათა სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს როგორც გარანტიის პერიოდში, ისე შემდგომში. - (შემოგვთავაზოს პრეტენდენტმა)
მწარმოებლის სერტიფიკატი და საგარანტიო პირობები
მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური სერტიფიკატი, რომელშიც უნდა იყოს მოცემული:
- ტექნიკური მონაცემები: ავტომობილის მოდელი, წელი, და გამოშვების თარიღი;
- ელექტრო სისტემის პარამეტრები (მაგ., ელემენტის სიმძლავრე, დამუხტვის პერიოდი, მაქსიმალური სიჩქარე და სხვ.)
საგარანტიო ვადა:
- სერტიფიკატში უნდა იყოს მითითებული თითოეული ავტომობილისთვის დაწესებული საგარანტიო პირობები და ვადები (მაგ., ელენეტის გარანტია, ზოგადი გარანტია, ნაწილების, სისტემების და სხვა).
- თუ საგარანტიო მომსახურების ვადა დამოკიდებულია ავტომობილის გამოყენებაზე (მაგ., კილომეტრაჟი), ეს ინფრომაცია უნდა იყოს დეტალურად აღწერილი.
- საგარანტიო პირობებში უნდა ასახავდეს, თუ რა ტიპის პრობლემა დაფარავს მწარმოებლის გარანტია და რა ქმედებები შეიძლება გამოიწვიოს გარანტიის გაუქმებას.
სერტიფიკატის კანონიერება:
სერტიფიკატი უნდა იყოს გაცემული თავად მწარმოებლის მიერ და უნდა იყოს ოფიციალურად აღიარებული და დადგენილი მწარმოებლის სათანადო ანალიტიკური და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ელფოსტა:
zberoshvili@clinics.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
დოკუმენტაცია
დანართი-2-ინფორმაცია-პრეტენდენტის-შესახებ (1)
დანართი-2-ინფორმაცია-პრეტენდენტის-შესახებ (1)
დანართი-3-ინფორმაციის-კონფიდენციალურობაზე-შეთანხმება
დანართი-3-ინფორმაციის-კონფიდენციალურობაზე-შეთანხმება
დანართი-4-აფიდატი
დანართი-4-აფიდატი
დანართი#1
დანართი#1
ელექტრო მანქანები - სატენდერო წინადადება
ელექტრო მანქანები - სატენდერო წინადადება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია