
ჩაბარების ვადა:
17 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25658 - ფასთა გამოკითხვა ფლოკულანტის მომზადებისა და დოზირების ავტომატური სადგურის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფლოკულანტის მომზადებისა და დოზირების ავტომატური სადგურის შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი: ფლოკულანტის მომზადებისა და დოზირების ავტომატური სადგური
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 17.03.2025, 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება: გადახდის პირობები;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ტექნიკური დოკუმენტაცია;
- საგარანტიო პირობები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
დოკუმენტაცია
Price survey on the purchase of the Automatic Station for Preparation and Dosing of Flocculant
Price survey on the purchase of the Automatic Station for Preparation and Dosing of Flocculant
Опрос цен на закупку Автоматической станции приготовления и дозирования флокулянта
Опрос цен на закупку Автоматической станции приготовления и дозирования флокулянта
Станция приготовления флокулянта Q=3 м3 ч EN
Станция приготовления флокулянта Q=3 м3 ч EN
Станция приготовления флокулянта Q=3 м3 ч Ge
Станция приготовления флокулянта Q=3 м3 ч Ge
Станция приготовления флокулянта Q=3 м3 ч
Станция приготовления флокулянта Q=3 м3 ч
ფასთა გამოკითხვა ფლოკულანტის მომზადებისა და დოზირების ავტომატური სადგურის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვა ფლოკულანტის მომზადებისა და დოზირების ავტომატური სადგურის შესყიდვაზე