
25 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT25668 - ტენდერი ელ. მზომი (ძაბვის და დენის) ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ელ. მზომი (ძაბვის და დენის) ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვების მომსახურების შესყიდვაზე. #11/03-GIEC-TPP/TEM-25
სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართის სახით.
მისამართი: გარდაბანი, დ. აღმაშენებელის ქ., 2
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის 28 მაისიდან - 2025 წლის 5 ივნისამდე
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - “ელ. მზომი (ძაბვის და დენის) ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვები” და ნომერი - #11/03-GIEC-TPP/TEM-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია; ტელ: 599 09 99 91.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 25 მარტი, 17:00 სთ
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
კახაბერ უნგიაძე
ელექტრო საამქროს უფროსი
ტელ.: 599 50 37 35
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები