
3 აპრილი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25709 - Procurement of Services for Arrangement of livestock watering system in the Pre-Selected Target Pilot Areas of Village Pastures in the village of Sno, Kazbegi municipality
ტენდერის აღწერილობა:
ტენდერის ნომერი: 027/RECC/G/FAO 2025 SC 018
პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ განხორციელებაში. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).
პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში შერჩეულ საპილოტე საძოვრებზე პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
1. მომსახურების განხორცილების პერიოდი:
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2025 წლის აპრილი-მაისის შუალედში (1 თვე).
2. ტექნიკური დავალება:
გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება.
3. მონაწილეობა:
მომსახურების მომწოდებელი სუბიექტი უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული საწარმო.
4. განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა 48/50
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:
- მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
- ტენდერის ნომერი 027/RECC/G/FAO 2025 SC 018
- სიტყვები „არ უნდა გაიხსნას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
- განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება.
წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ასლი (მონიშნული როგორც „ასლი“).
5. შეფასება:
შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხისფასთან 60/40 შეწონვის საფუძველზე.
ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედვით.
6. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 03 აპრილი, ადგილობრივი დროით 18 საათი.
საკონტაქტო პირი:
ანა რუხაძე, პროექტის მრჩეველი
მობილური: 5 77 38 22 48
ელ ფოსტა: ana.rukhadze@rec-caucasus.org
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org
8. სატენდერო დოკუმენტაცია:
- დანართი 1. ტექნიკური დავალება
- დანართი 5. განაცხადის წარმოდგენის ფორმა
- დანართი 2a პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობა - პროექტი
- დანართი 2b განმარტებითი ბარათი პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობა
- დანართი 3 ხარჯთაღრიცხვა შესავსები პირუტყვის დასარწყულებელი სისტემის მოწყობა
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები