ჩაბარების ვადა:

21 მარტი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25725 - ტენდერი დალაგება/დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 17 მარტი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ცენტრალური ფილიალის (მდებარე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, I-II სართულები) ყოველდღიური დალაგება/დასუფთავების მომსახურების  შესყიდვაზე, დანართი #1, დანართი #2-ის  შესაბამისად;

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი  მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

5. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3)მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას; 

6. დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის:

  • მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ, ასევე დაუგეგმავ ვიზიტებს ხარისხის კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
  • გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
  • დამლაგებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბანკთან წინასწარ შეთანხმებული უნიფორმით;
  • კომპანიას უნდა ჰქონდეს ბეტონის იატაკის, ხალიჩების (რბილი იატაკი) ავეჯის ზედაპირის (ქიმწმენდა) საწმენდი თანამედროვე აპარატები;
  • დალაგების გრაფიკი და მოთხოვნები განისაზღვრება დანართი #2-ის შესაბამისად;
  • დასუფთავების მომსახურება უნდა მოიცავდეს ჰიგიენური და ქიმიური საწმენდი საშუალებებით მომარაგებას, გარდა ხელსაწმენდი, ჰიგიენური  ქაღალდის და საპნის;

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება (დანართი #3);
  • პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ადგილზე მოახდინოს დასასუფთავებელი ტერიტორიის დეტალური დათვალიერება. წინასწარ დაუკავშირდით სატენდერო წინადადებაში მითითებულ საკონტაქტო პირს;
  • ხელსაწმენდით, ჰიგიენური ქაღალდით და თხევადი საპნით მომარაგებას უზრუნველყოფს ბანკი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 21 მარტი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა:
shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 მარტი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა