ჩაბარების ვადა:

24 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T25733 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 17 მარტი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა-გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები. სამუშაოები განხორციელდება ქუთაისის კლინიკაში დანარეთ#1 იხილეთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა ასევე დანართ#2-ის სახით მოცემულია არქიტექტურული ნახაზები, რომელიც პრეტენდენდს დაეხმარება პროექტის მაშტაბის ახქმაში.

კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:

  • კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათშორის ხანგრძლივი პროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს აუცილებელი სერთიფიკატები და ლიცენზიები, რომლებიც უფლებას აძლევს სარემონტო სამუშაოების შესრულებას შესაბამისი ნორმების დარეგულაციების შესაბამისად.
  • ამასთანავე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალიზირებული გუნდი, რომელიც დაკისრებულ დავალებებს წარმატებით შეასრულებს.

პროექტის ზედამხედველობა:

პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება დამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროის ფარგლებში შესრულების კონტროლს.

პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, სამუშაო გარემოს ჰიგიენაზე და ყველა ეტაპზე დროის და ხარისხის გაკონტროლებაზე.

შეფასების კრიტერიუმები:

ტენდერის წინადადების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფასი: წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური და კონკურენტუნარიანი, სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან შესაბამისობაში
  • დრო: სამუშაოების შესრულების ვადები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული დაკონკრეტული.
  • ხარისხი: წინადადებები უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის სისტემას და გარანტიას,

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • სამუშაოს ბიუჯეტი, დანართი #1-ის შესაბამისად.
  • სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
  • წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა და დასრულების ეტაპებს.
  • ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს და უსაფრთხოებას.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • გამოცდილება და რეპუტაცია: კომპანიამ უნდა აჩვენოს შესაბამისი გამოცდილება და რეპუტაცია სარემონტო ინდუსტრიაში, რომელიც მტკიცედ დაუმტკიცებს მის უნარებს დიდ დაკომპლექსურ პროექტებში.
  • გარანტიები და ხარისხის კონტროლი: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლეს ხარისხს, ასევეგარანტიები, რომლებიც მოიცავს შესრულების ვადას და პრობლემების გადაწყვეტას.
  • ფასის შეჯერება: წინადადების ფასი უნდა იყოს გამართლებული, და ამყარებდეს შემოთავაზებას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ ფოსტა: gkhizanishvili@cmchospital.ge / zberoshvili@clinics.ge
ტელ: 577983333 გიორგი, 571757152 ზურა
მისამართი: პ. ქავთარაძის ქ. 23 

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 მარტი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა