
24 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T25748 - ტენდერი სათავო ოფისის ცენტრალიზებული სავენტილაციო სისტემის მოწყობის პროექტის შექმნაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისის ცენტრალიზებული სავენტილაციო სისტემის მოწყობის პროექტის შექმნაზე.
გასათვალისწინებელია შემდეგი ინფორმაცია:
- შენობა არის 19 სართულიანი (-3 სართულიდან მე-16 სართულის ჩათვლით);
- ამ ეტაპზე საჭიროა პროექტის შექმნა, რომლის მიხედვითაც შემდგომში მოეწყობა ან გადაკეთდება სავენტილაციო სისტემა;
- მინუს სართულების სავენტილაციო აგრეგატები განთავსებულია შენობის უკანა ნაწილში, -2 სართულის ეზოში;
- შენობის პირველ და მე-2 სართულებზე აყენია, დამოუკიდებელი სავენტილაციო სისტემა, რომელთა აგრეგატიც განთავსებულია შენობის უკანა ნაწილში, ეზოში, -1 სართულის გასწვრივ;
- შენობის მე-3, მე-4 და მე-5 სართულებზე არაა მოწყობილი სავენტილაციო სისტემა;
- მე-6 სართულიდან მე-16 სართულის ჩათვლით სავენტილაციო აგრეგატები განთავსებულია შენობის მარცხენა ნაწილში მდებარე ოვალში (შენობის გარე მომრგვალებული ნაწილი - იხ. ფოტო); ყოველ სართულს აქვს ჰაერის შემომტანი და გამტანი დამოუკიდებელი აგრეგატი;
- შენობის მე-8, მე-9, მე-14 და მე-16 სართულებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ სრულად შეიცვალა სავენტილაციო გაყვანილობა და აგრეგატები;
- სხვა სართულებზე გვხვდება ძველი გაყვანილობის ჰაერსატარები, ცხაურები და აგრეგატები.
მიზანი:
- ცენტრალიზებული სავენტილაციო სისტემის მოწყობა, რომელიც მოემსახურება მე-16 სართულიდან -3 სართულის ჩათვლით;
- პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნას აგეგატები, რომლებიც ცხელ სეზონში გააგრილებენ და ცივ სეზონში გაათბობენ ჰაერის ნაკადს, რეკომენდებულ ტემპერატურამდე;
- გათვალისწინებულ უნდა იქნას ხმაურდამხშობები ჰაერსატარებზე;
- სავენტილაციო სისტემების მოწყობა მე-3, მე-4 და მე-5 სართულებზე;
- პროექტირების დროს გასათვალისწინებელი იქნება გაყვანილობის გამტარუნარიანობა და ეფექტურობა, თანამშრომელთა სიმჭიდროვე გარკვეულ სართულებსა თუ ოთახებში; ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას შენობის „ცხელი“ და „ცივი“ მხარეები;
- პროექტირების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას სავენტილაციო სისტემების მოწყობა შენობის კიბის უჯრედებისთვის და შენობის მარცხენა და მარჯვენა ნაწილში არსებული მომრგვალებული სივრცისთვის (ოვალისთვის);
- ფულის გადამთვლელ სივრცეებში და სალომბარდე სივრცეებში გათვალისწინებულ უნდა იქნას დამატებითი ქოლგისებრი გამწოვები გადამთვლელი აპარატებისა და ხსნარებთან მომუშავე თანამშრომელთა ზემოთ;
- სავენტილაციო სისტემის მოწყობა საგენერატორო სივრცეში, რომელიც მოემსახურება ორ ცალ 1000კვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორს და დიზელის ავზს;
- სავენტილაციო სისტემის მოწყობა სატრანსფორმატორო სივრცეში, რომელიც მოემსახურება ორ ცალ 1000კვა სიმძლავრის ტრანსფორმატორს და მაღალი ძაბვის AVR-ს.
დამატებითი მოთხოვნები:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტირების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ზემოთ აღწერილი პუნქტი;
- გამარჯვებულმა კომპანიამ მოკვლევისა და დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (არქიტექტურული ნახაზი, სავენტილაციო სისტემების ბანკში არსებული ნახაზები) საფუძველზე უნდა შექმნას განახლებული ნახაზი, რომელზეც დატანილი იქნება ვენტილაციის აგრეგატები, ჰაერსატარები და ა.შ.)
- პროექტირების ფარგლებში პროექტანტმა კომპანიამ დამკვეთს უნდა მიაწოდოს ყველა იმ მასალის დეტალური ჩამონათვალი და აღწერილობა, სპეციფიკაციებითურთ (აგრეგატების სიმძლავრე, საჭირო ჰაერსატარებისა თუ ცხაურების რაოდენობა, ელ. მომარაგებისთვის საჭირო სიმძლავრეები და მასალები) რაც საჭიროა შენობის სავენტილაციო სისტემის მოწყობისა თუ გადაკეთებისთვის.
- პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების შემდგომ, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, პროექტის შემსრულებელი ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოები და დაწეროს პროექტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასკვნა, შესაბამისი მიზეზებით/განმარტებებით.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი №1-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
5. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 მარტი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები