
4 აპრილი 2025, 14:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25796 - ტენდერი თბილისი მოლის სარეკლამო და მარკეტინგულ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: თბილისი მოლ ჰოლდინგი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 მარტი 2025 დრო 14:49
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 აპრილი 2025 დრო 14:00
ტენდერის აღწერილობა:
თბილისი მოლი ჰოლდინგი აცხადებს ტენდერს სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურების ყოველთვიური სერვისის შესყიდვაზე.
სერვისის ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
- ყოველთვიური დიზაინერული მომსახურება;
- მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა;
- პრომოაქტივობების ორგანიზება;
- სოციალური მედიის მენეჯმენტი;
- ანგარიშებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
- დამკვეთის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალების შესრულება;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
- მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი პორტფოლიო;
- გამოცდილება ქართულ ბაზარზე;
- დეტალური წინადადება, რომელიც შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს.
გთხოვთ, წინადადების მომზადებისას გაითვალისწინოთ თანდართულ დოკუმენტში მოცემული სამუშაოს დეტალური აღწერა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 აპრილი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
b.tsiklauri@tbilisimall.com
ტენდერის კატეგორია:
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
გამარჯობა. გიგზავნით ჩემს შეკითხვებს: 1. მაინტერესებს, ხო სწორად გავიგეთ - ჟურნალებისთვის, აუთდორისთვის და სხვადასხვა ტიპის კამპანიებისთვის ფოტოგადაღების მოწყობის საშუალება იქნება სასურველი დიზაინის შესაქმნელად, თუ მხოლოდ ფოტომანიპულაციაა ამ ვიზუალებისთვის გათვალისწინებული? 2. რა არის ცალკეულად პოსტების და სთორების ზუსტი რაოდენობა თვის ჭრილში? მხოლოდ სტატიკური პოსტები გაქვთ მოაზრებული, თუ ცოცხალი ვიდეო კონტენტიც? (მაგ: ტელეფონით გადაღებული რილსები) 3. სააგენტოსგან თავდაპირველად დაგჭირდებათ ფოტო-ვიდეო კონტენტისთვის კონცეფცია, მუდბორდი და დაგეგმარება და არა უშუალოდ გადაღების ბიუჯეტირება, ხო? 4. გუგლ სერჩის მიღმა ასევე დისფლეი და პრეროლ ედვერთაიზინგიც ხო არ გჭირდებათ? 5. თუ შეიძლება რომ დამიზუსტოთ, გჭირდებათ გუნდი, რომელიც მხოლოდ თქვენს ბრენდზე იმუშავებს, თუ ამ სქოუფის ფარგლებში არ ითხოვთ, რომ მხოლოდ თქვენზე იმუშაოს გუნდმა? 6. სქოუფში ნახსენები გქონდათ კამპანიები და ზუსტად რა ტიპის კამპანიებს გულისხმობთ? კომერციულს და ციფრულ აქტივაციებს ძირითადად?
გამარჯობა. გიგზავნით ჩემს შეკითხვებს: 1. მაინტერესებს, ხო სწორად გავიგეთ - ჟურნალებისთვის, აუთდორისთვის და სხვადასხვა ტიპის კამპანიებისთვის ფოტოგადაღების მოწყობის საშუალება იქნება სასურველი დიზაინის შესაქმნელად, თუ მხოლოდ ფოტომანიპულაციაა ამ ვიზუალებისთვის გათვალისწინებული? 2. რა არის ცალკეულად პოსტების და სთორების ზუსტი რაოდენობა თვის ჭრილში? მხოლოდ სტატიკური პოსტები გაქვთ მოაზრებული, თუ ცოცხალი ვიდეო კონტენტიც? (მაგ: ტელეფონით გადაღებული რილსები) 3. სააგენტოსგან თავდაპირველად დაგჭირდებათ ფოტო-ვიდეო კონტენტისთვის კონცეფცია, მუდბორდი და დაგეგმარება და არა უშუალოდ გადაღების ბიუჯეტირება, ხო? 4. გუგლ სერჩის მიღმა ასევე დისფლეი და პრეროლ ედვერთაიზინგიც ხო არ გჭირდებათ? 5. თუ შეიძლება რომ დამიზუსტოთ, გჭირდებათ გუნდი, რომელიც მხოლოდ თქვენს ბრენდზე იმუშავებს, თუ ამ სქოუფის ფარგლებში არ ითხოვთ, რომ მხოლოდ თქვენზე იმუშაოს გუნდმა? 6. სქოუფში ნახსენები გქონდათ კამპანიები და ზუსტად რა ტიპის კამპანიებს გულისხმობთ? კომერციულს და ციფრულ აქტივაციებს ძირითადად?
გამარჯობა, თანხა დღგ-ს ჩათვლით უნდა იყოს? თუ დღგ-ს გარეშე?
მოგესალმები, მთავარია სადმე მიუთითოთ ჩათვლითაა თუ გარეშე და ამას შემდგომში დავახარისხებთ.
გამარჯობა, ტენდერი არის მომსახურების ყოველთვიური სერვისის შესყიდვაზე, თუმცა მომსახურები ღირებულება წლის ჭრილში უნდა გაიწეროს თუ თვის? მადლობა
თვის ჭრილში. თუმცა სერვის ხელშეკრულება თავისთავად წლიური იქნება, სხვა დამატებით სერვისებზე დამატებით შევთანხმდებით
მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა ასე დეტალურად ჩაშლილი ინფორმაციისთვის. 1.7. Web/SM ვიზუალური დიზაინის განვითარება - Quantities: at least Photos – 8, and Videos – 4. ფოტო და ვიდეო გადაღების ნაწილში მოიაზრება ჩვენი ჩართულობა? თუ მოწოდებული ფოტოებისთვის უნდა შეიქმნას მუდბორდი?
მოგესალმებით, მადლობა დეტალური გეგმის გაზიარებისთვის დამატებით მექნება ერთი კითხვა, რადგან ოდნავ ბუნდოვანია - scope of marketing დოკუმენტში მითითებულია: Monthly social media post designs and copies (at least 40). Monthly PDF newsletter in Georgian and English, shared no later than the 15th of the next month. მაინტერესებს, 40 ვიზუალი & ქოფი თვის განმავლობაში უნიკალური რაოდენობაა? კერძოდ: ცალკეულად სოცმედიაში ჩაშლილია დასაფაბლიშებელი პოსტების რაოდენობა: 10, სთორები 30. პოსტები არაუნიკალურია და დუპლიკაციით გადადის მეტას ფლატფორმებზე თუ უნიკალური 10-10 იქმნება FB/IG-სთვის? სთორებიც არაუნიკალურია თუ ცალცალკე იქმნება ფლატფორმებისთვის? წინასწარ მადლობა!
40 უნიკალური პოსტი Facebook-სთვის, აქედან 10 პოსტი არის მოლის ავთენტური კონტენტი, რომელიც ასევე ინსტაგრამზეც იპოსტება, ხოლო 30 - მოიჯარეების პოსტები, რომლის დიზაინიც და ქოფიც ასევე მუშავდება. დამატებით, ამ პოსტების მიხედვით კეთდება სთორი ფორმატის ვიზუალებიც.
მოგესალმებით, გიგზავნით ჩვენს შეკითხვებს: 1. ზოგადი მასშტაბის შესახებ კითხვები: -რამდენი ბრენდი/მაღაზიაა ამჟამად თბილისი მოლში და რამდენი ახალი ბრენდის შემოსვლას გეგმავთ მომდევნო წლის განმავლობაში? -როგორია თქვენი მიმდინარე მარკეტინგული სტრატეგია და ძირითადი მიზნები? -გყავთ თუ არა შიდა მარკეტინგული გუნდი და რა ფუნქციებს შეასრულებენ ისინი ჩვენთან თანამშრომლობით? -რომელ გეოგრაფიულ არეალებზე გსურთ ფოკუსირება თქვენს სარეკლამო კამპანიებში? -ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია (დემოგრაფიული სეგმენტი, შემოსავლის დონე, ინტერესები)? 2. კონკრეტული მომსახურებების მოცულობები დიზაინერული მომსახურება: -როგორია თვეში საშუალოდ შესაქმნელი დიზაინების რაოდენობა (ონლაინ ბანერები, ბეჭდური მასალები, ვიდეორგოლები და ა.შ.)? -რა ტიპის დიზაინერული სამუშაოები სრულდება ყველაზე ხშირად? -გჭირდებათ თუ არა ფიზიკური მასალების (ბანერები, ბროშურები, კატალოგები) შექმნა და რა პერიოდულობით? სოციალური მედიის მენეჯმენტი: -რომელ სოციალურ ქსელებზე გაქვთ აქტიური პროფილები და რომელზე გსურთ თქვენი არსებობის გაძლიერება? -რა არის თქვენი მოლოდინი პოსტების სიხშირესთან დაკავშირებით (დღიური/კვირეული პოსტების რაოდენობა თითოეული პლატფორმისთვის)? -იქნება თუ არა საჭირო 24/7 მომხმარებელთა მომსახურებაზე სოციალურ მედიაში? -რა ბიუჯეტი გაქვთ გამოყოფილი სოციალური მედიის რეკლამებისთვის თვეში/წელიწადში? პრომო აქტივობები: რამდენ პრომო აქტივობას გეგმავთ წლის განმავლობაში (მცირე, საშუალო და დიდი მასშტაბის)? აქვთ თუ არა თქვენს დამქირავებელ ბრენდებს მოთხოვნა ინდივიდუალური პრომო აქტივობების მხარდაჭერაზე? -რამდენი მასშტაბური ღონისძიება ტარდება წლის განმავლობაში? მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა: -რა არხების საშუალებით ურთიერთობთ მომხმარებლებთან (ელ-ფოსტა, სოციალური მედია, ცხელი ხაზი)? -რამდენი მოთხოვნა/კითხვა შემოდის საშუალოდ დღეში/კვირაში? -გაქვთ თუ არა მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამა და რა როლი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მის მართვაში? მარკეტინგული კამპანიები: -რამდენ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავთ წლის განმავლობაში? -გაქვთ თუ არა მარკეტინგული კალენდარი, რომელიც განსაზღვრავს ძირითად კამპანიებს? აქ ვგულისხმობთ იმ კამპანიებს, რომლებიც აუცილებლად არის დაგეგმილი წლის განმავლობაში; -რამდენი მცირე კამპანია იგეგმება თვიურად? 3. სეზონურობა და განსაკუთრებული პერიოდები -რომელი თვეები ითვლება პიკურ პერიოდად თბილისი მოლისთვის? -როგორ იცვლება მარკეტინგული აქტივობების ინტენსივობა სეზონების მიხედვით? -არის თუ არა კონკრეტული მოვლენები/დღესასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თქვენი მარკეტინგული სტრატეგიისთვის? -რამდენად იზრდება სამუშაოს მოცულობა საახალწლო/საშობაო პერიოდში? 4. ბიუჯეტი და რესურსები -რა არის თქვენი წლიური მარკეტინგული ბიუჯეტი და როგორ ნაწილდება ის სხვადასხვა აქტივობებზე? -როგორ არის განაწილებული ბიუჯეტი სხვადასხვა მედია არხებს შორის (ციფრული, ბეჭდური, სარეკლამო ფარები, ტელევიზია და ა.შ.)? -არსებობს თუ არა დამატებითი ბიუჯეტი განსაკუთრებული პროექტებისთვის? -რამდენად მოქნილია ბიუჯეტის გადანაწილების შესაძლებლობა წლის განმავლობაში? 5. მოლოდინები და KPI-ები -რა KPI-ებს იყენებთ კამპანიების წარმატების გასაზომად? -რა სიხშირით გსურთ ანგარიშგება და რა ფორმატით? -რა არის თქვენი მინიმალური მოლოდინი ჩართულობის, კონვერსიისა და ROI-ს თვალსაზრისით? -გაქვთ თუ არა კონკრეტული მიზნები ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით? 6. ტექნიკური მოთხოვნები -რა პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებთ მარკეტინგული აქტივობების სამართავად? -გაქვთ თუ არა ბრენდის სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრავს ვიზუალურ და ტექსტურ სტანდარტებს? -გაქვთ თუ არა სპეციფიკური მოთხოვნები საავტორო უფლებებთან და კონტენტის საკუთრებასთან დაკავშირებით? -გაქვთ თუ არა დამატებითი IT მოთხოვნები ან უსაფრთხოების პროტოკოლები, რომლებიც უნდა დავიცვათ? 7. კოლაბორაციული საკითხები -ვინ იქნება ჩვენი მთავარი საკონტაქტო პირი თქვენი ორგანიზაციიდან? -როგორ იქნება სტრუქტურირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი მარკეტინგულ პროექტებთან დაკავშირებით? -სად იქნება სამუშაო ადგილი - თქვენს ოფისში, ჩვენს ოფისში თუ დისტანციურად? -რა სიხშირით გაიმართება პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრები? და ბოლოს, კომერციული შეთავაზება ექსელის ფორმაში უნდა წარმოვადგინოთ დეტალური გაანგარიშებებით თუ გაქვთ სპეციალური მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით? წინასწარ გიხდით მადლობას.
მოგესალმებით, თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი შეგიძ₾იათ ნახოთ სატენდერო დოკუმენტაციაში - კერძოდ პოსტების რაოდენობა, ანგარიშების წარმოდგენის პერიოდულობა, ვადები და ასე შემდეგ. რაც შეეხება დეტალებს სტრატეგიისთან მიმართებაში, სამიზნე აუდიტორია და ბიუჯეტის ნაწილი - ამ საკითხების განხილვა მოხდება მეორე ეტაპზე წინადადებების მიღების შემდგომ.
გამარჯობა, გთხოვთ, მომწეროთ რა იგულისხმება დეტალურ წინადადებაში, თქვენ მიერ წარმოდგენილი მარკეტინგლული მომსახურების ჩამონათვალის მიხედვით მხოლოდ ფასების წარმოდგენა, თუ სააგენტოს სტრატეგიული ხედვაც?
სააგენტოს სტრატეგიული ხედვა, მეორე ეტაპია, სადაც რათქმაუნდა გვექნება შეხვედრა და განხილვა. თუმცა ამ ეტაპზე უნდა წადმოადგინოთ, თქვენი ფასები, ასევე კომპანიის პორტფელი