
28 მარტი 2025, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25818 - ტენდერი მანქანების ბრენდირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მანქანების ბრენდირებაზე, რაც მოიცავს ბრენდირების დემონტაჟსაც.
განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის დიზაინის მიხედვით მოახდინოს მანქანების ბრენდირება, დემონტაჟი- მონტაჟი თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 5 დღისა, რეგიონის მასშტაბით კი 10 დღისა. სამუშაოები უნდა ჩატარდეს არასამუშაო დროს 7სთ-ის შემდეგ შაბათ-კვირის ჩათვლით. მანქანების ბრენდირება უნდა მოხდეს ჩვენს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზ, თბილისის მასშტაბით: დავით აღმაშენებლის ხეივანი #129, რეგიონები: ბათუმის მაშტაბით გაგარინის #1, ქუთაისის მაშტაბით: ნიკეას მე-9 ჩიხი #2ა. შესაძლებელია ბრენდირება მოხდეს მომწოდებლის მიერ გამოყოფილ შესაბამისი პირობების მქონე სივრცეში, სადაც სამუშაოები არ გადაიდება უამინდობის გამო. ტენდერის პირობებში ბრენდირება განსაზღვრულია 1წლის ვადით.
შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 30 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.
2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- მანქანების მოდელი არის 3 ტიპის: ფურგუნი, მიკროავტობუსი და სატვირთო. რაოდენობა და დეტალები განსაზღვრულია დანართი #1-ის მიხედვით;
- მანქანების ბრენდირება გვაქვს რამდენიმე ტიპის: სრული დაფარვა, ნაწილობრივი და მხოლოდ ბრენდის წარწერები და ლოგო. ბრენდირება უნდა მოხდეს მატოვი არაკალით და ვიზუალის მიხედვით მატოვი ლამინირებული სტიკერით. მანქანების დეტალური ფოტომონტაჟები წარმოდგენილია დანართი #2-ის მიხედვით
- საგარანტიო ვადა - 1 წელი
- შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და წლიური რაოდენობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
3. განფასების მოთხოვნის პირობები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №3-ის მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული გადასახადები).
4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:
თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი #1292, რეგიონები: თეგეტა მოტორსის ფილიალებში.
5. ანგარიშსწორების პირობა:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6. გამარჯვებულის გამოვლენა:
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტეა www.tenders.ge–ს საშუალებით. ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
სატენდერო კომიტეტი განიხილავს www.tenders.ge -ს საშუალებით წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას და გამარჯვებულ კომპანის გამოავლენს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 50 ქულა;
- შემოთავაზებული პროდუქციის/ წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი - 40 ქულა;
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი (დანართი #3-ის მიხედვით, სამივე გვერდი შევსებული) - 10 ქულა.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
7. პრეტენდენტის მიერ www.tenders.ge ზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- ფასების ცხრილი (დანართი N1) განსაკუთრებული მოთხოვნების (პუნქტი 1.2) გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასადახის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
- ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს 5 ცალი ნიმუში ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს ა.წ. 4 მარტის 18:00 საათისა, მისამართზე: ქ თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #129. ნიმუშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნება შესყიდვის პროცედურიდან;
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილები;
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
- ნიმუშები უნდა იყოს მოწოდებული დახურულ ყუთში, ზემოდან პრეტენდენტი კომპანიის სახელწოდებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129.
ფოტომონტაჟები იხილეთ ბმულზე: https://we.tl/t-E7vHCnbg0W
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 მარტი, 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
ტექნიკურ დეტალებზე საკონტაქტო პირი:
ნინო კობიაშვილი
ელ.ფოსტა: N.Kobiashvili@tegetamotors.ge
ტელ: 591717891
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები