
1 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T25849 - ტენდერი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირებსაა და საევაკუაციო გეგმების მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტირებსაა და საევაკუაციო გეგმების მომზადებაზე სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებში.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი №2-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
მომსახურება უნდა განხორციელდეს დანართ №1-ში მოცემულ მისამართებზე;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
6. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ზოგადი მოთხოვნები:
- სახანძრო უსაფრთხოების მოწესრიგების მიზნით დანართ №-1-ში მოცემული ლიბერთი ბანკის ფილიალებისთვის უნდა მომზადდეს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტები:
- სახანძრო სიგნალიზაციის პროექტი
- საევაკუაციო განათების პროექტი
- აუდიო გახმოვანების პროექტი
ამასთან, ფართის კვადრატულობიდან და სართულიანობიდან, ასევე სახელმწიფო დადგენილებების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო იყოს შემდეგი პროექტების მომზადება:
- სახანძრო ვენტილაციის პროექტი
- სახანძრო წყალმომარგების პროექტი
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აღნიშნული ფილიალებისთვის უნდა მომზადდეს საევაკუაციო გეგმების ელექტრონული ვერსიები. მომზადების შემდგომ უნდა მოხდეს მათი A3 ფორმატზე დაბეჭდვა და ლამინირება, ასევე A3 ზომის „პევეხეზე“ დაბეჭდვა.
ბანკი განიხილავს მომსახურების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას ზემოთ მოცემული მომსახურებებისთვის.
დანართ №1-ში მოცემულია ის ფილიალები, რომლებშიც უნდა განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული მომსახურება. აღნიშნული ფილიალებისთვის წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა მომზადდეს სახანძრო უსაფრთხოების პროექტები და საევაკუაციო გეგმები.
სამუშაოების დაწყებამდე ჩვენი მხრიდან მოწოდებული იქნება შესაბამისი ფილიალის არქიტექტურული ნახაზი, DWG ფორმატში.
გასათვალისწინებელია შემდეგი:
- ზოგიერთ ფილიალში შესაძლოა მცირედით შეცვლილი იყოს განლაგება (ტიხრები, ოთახების მდებარეობა და ა.შ.), რის გამოც აუცილებელია ფილიალში ვიზიტი და DWG ფორმატთან შესაბამისობის დადგენა;
- DWG ფორმატთან შეუსაბამობის შემთხვევაში თქვენი მხრიდან ჯერ უნდა განხორციელდეს არქიტექტურული ნახაზის კორექტირება, ხოლო შემდგომ უნდა მომზადდეს სახანძრო პროექტი და საევაკუაციო გეგმა;
- ფილიალების უმეტესობა წარმოდგენილია რეგიონებში (დეტალებისთვის იხილეთ დანართი №1);
- თანდართულ ფაილში მოცემული ფილიალების გარდა შესაძლოა საჭირო იქნას სახანძრო პროექტებისა და საევაკუაციო გეგმების მომზადება სხვა მომსახურე ერთეულებშიც (ახალი ფილიალი; ბანკის მოქმედი სერვის ცენტრები და ა.შ.), წინასწარ შეთანხმებული გეგმა/განრიგით;
- თანხის გადახდა განხორციელდება კონკრეტულ ფართებზე შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული პირობები და ისე განსაზღვროთ ღირებულებები დანართ №2-ში (ფასების ცხრილი), სადაც უნდა მიუთითოთ 1 კვ.მ-ის ფასი სახანძრო სისტემების უსაფრთხოების პროექტის მომზადებისთვის, 1 კვ.მ-ის ფასი საევაკუაციო გეგმის მომზადებისთვის, 1 ერთეულის ფასი საევაკუაციო გეგმების A3 ფორმატზე დაბეჭდვისა და ლამინირებისთვის და 1 ერთეულის ფასი საევაკუაციო გეგმების A3 „პევეხე“ ფორმატზე დაბეჭდვისთვის.
დამატებითი მოთხოვნები:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტირების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ზემოთ აღწერილი პუნქტი;
- პროექტირების ფარგლებში პროექტანტმა კომპანიამ დამკვეთს უნდა მიაწოდოს ყველა იმ მასალის დეტალური ჩამონათვალი და აღწერილობა, სპეციფიკაციებითურთ, რაც საჭიროა შენობის სახანძრო უსაფრთხოების სისტემის კანონმდებლობის შესაბამისი მოწყობისთვის.
- ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ მოცემულ მასალებს, სპეციფიკაციებსა და რაოდენობებს:
- სახანძრო კაბელი
- ელ. კაბელი
- აუდიო გახმოვანების კაბელი
- საკაბელო არხი
- სახანძრო პანელი
- საევაკუაციო გახმოვანების მართვის პანელი
- კვამლის/კომბინირებული/თბური დეტექტორები
- დეტექტორის სამაგრი ძირი
- ინდიკატორები
- სახანძრო ღილაკი
- მანათობელი სირენა
- მოდულები
- კვების ბლოკები და აკუმულატორები
- ხმის გამაძლიერებელი, ჭერში ჩასაშენებელი ან კედელზე სამონტაჟო დინამიკები; მიკროფონი
- ავარიული სანათი ჭერის/კედლის
- ავარიული გასასვლელის მანიშნებელი (მიმართულება - ქვევით, ზევით, პირდაპირ, მარჯვნივ ან მარცხნივ)
- ავარიული გასასვლელის მანიშნებელი (Exit)
- დამხმარე მასალები
პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების შემდგომ, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, პროექტის შემსრულებელი ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოები და დაწეროს პროექტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასკვნა, შესაბამისი მიზეზებით/განმარტებებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები