ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2025, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25870 - ტენდერი საკანცელარიო ინვენტარის შეძენა/მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს:  საკანცელარიო ინვენტარის შეძენა/მოწოდებაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სპეციფიკაცია
  • ქაღალდის განფასება კურსის მიხედვით
  • ქაღალდის მოხმარების სტატისტიკა ბოლო 6 თვის მანძილზე
  • ქაღალდის და საკანცელარიო მასალების ეკო კრიტერიუმები 
  • სააპლიკაციო ფორმა 

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
  • შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიკაციის გათვალისწინებით
  • ანგარიშსწორების პირობები
  • სპეციფიკაციის ცხრილის ელექტრონული ვერსია (USB)

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ბანკის პირველ სართულზ არსებულ მიმღებში დატოვოთ.

გთხოვთ, ფასების მოწოდებისას გაითვალისწინოთ პროდუქციის თვეში ერთხელ მოწოდების სერვისის ღირებულებაც (ბანკის ოფიციალურ ინტერნერ მისამართზე მითითებული ქსელის დაფარვით).

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა:  10 აპრილი 2025 წელი (16:00 საათამდე).

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ფატიმა აქუბარდია

შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com  

ტექნიკურ  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

იდა შახდინარიანი

ადმინისტრაციის სპეციალისტი
.. ”პროკრედიტ ბანკი”, 
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1562)
E-mail: Ida.Shakhdinariani@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა