ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25874 - ტენდერი მაგიდისა და სკამის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს მაგიდისა და სკამის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა: მაგიდისა და სკამის შესყიდვა.

საქონლის დასახელება ტექნიკური მახასიათებლები რაოდენობა განზომილება
1 მაგიდა

მაგიდა ზომა: 60X60X75 სმ; (+-2 სმ) 

მასალა: MDF; მეტალის კარკასზე

196 ცალი
2 სკამი

მასალა: რკინის კარკასი, ტყავით

196 ცალი


ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში)  შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადებისა და მიწოდების ადგილისა შესახებ (დანართი N1; დანართი #2);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);
  • პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან და შემსყიდველის მოთხოვნიდან  5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.
  • *შენიშვნა: ღირებულებაში უნდა შედიოდეს ტრანსპორტირების ხარჯებიც.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, მიწოდების ადგილი შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების შესაბამისად არეგულიროს სრულ რაოდენობაზე (196 მაგიდა; 196 სკამი)
  • უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)

შენიშვნები:

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • მომწოდებელ კომპანიას აქვს შესაძლებლობა სატენდერო წინადადება წარმოადგინოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2025 წლის, 04 აპრილი 18:00 საათის ჩათვლით.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: 
nato.kobalava@orinabiji.ge   

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები