ჩაბარების ვადა:

17 აპრილი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26051 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა განახორციელოს შპს „თეგეტა მოტორსის“ კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების მომსახურება დანართი #1-სა და დანართი #2-ში მოცემული პირობების შესაბამისად;
  • პრეტენდეტმა კომპანიამ უნდა საჭიროებისამებრ უნდა განახორციელოს კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა, რაც გულისხმობს ტექნიკის მდგომარეობის ვარგისიანობისა და მისი ექსპლუატაციაში დაბრუნების (შეკეთების) ღირებულების დადგენას;
  • პრეტენდეტი კომპანია მოთხოვნის დაფიქსირებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს შესაკეთებელი ტექნიკის ტრანსპორტირებას შპს „თეგეტა მოტორსის“ შემდეგი მისამართებიდან: დავით აღმაშენებლის ხეივანი 129 ან/და დიღმის მასივის მეექვსე კვარტალი, 22-ე ბ კორპუსი - სერვის ცენტრამდე და უკან, საკუარი რისკით და ხარჯით;
  • დანართ N1-ში მითითებული მაკომპლექტებელი ნაწილების საჭიროება განისაზაღვრება მოთხოვნის შესაბამისად. ღირებულება განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე მოთხოვნის შესაბამისად და დაფიქსირდება გამოწერილ ინვოისში;  
  • ინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთებისომსახურება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში.

1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

შესყიდვის ობიექტის მოთხოვნები წარმოდგენილია დანართი N1-ის და დანართი N2-ის სახით;

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.

2. განფასების მოთხოვნის პირობები:

  • ფასები წარმოსადგენია დანართი №1-ისა და დანართი N2-ის  მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
  • წინადადებაში მითითებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში (ლარში), მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა ხარჯის გათვალისწინებით.  

3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129 ან/და დიღმის მასივის მეექვსე კვარტალი, 22-ე ბ კორპუსი.

4. ანგარიშსწორების პირობა:

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამკვეთისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1 და დანართი N2) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა ხარჯის  ჩათვლით, მათ შორის ტრანსპორტირების, დღგ-ს გარეშე, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არ~ასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • სარეკომენდაციო წერილები (სასურველია)

6. დამატებითი ინფორმაცია:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული;
  • შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აპრილი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციასსხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 აპრილი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა