
ჩაბარების ვადა:
24 აპრილი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26056 - ტენდერი შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ბალანსზე არსებული ავტო-გაზგასამართი სადგურებზე საწვავის ავზების წმენდაზე საქართველოს მასშტაბით
ელ. ტენდერი
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ბალანსზე არსებული ავტო-გაზგასამართი სადგურებზე საწვავის ავზების წმენდა საქართველოს მასშტაბით.
კონკრეტული დავალება:
- 2025 წელს უნდა გაირეცხოს ავტო გასამართი სადგურის საწვავის მინიმუმ 182 ცალი რეზერვუარი.
- 182 რეზერვუარიდან 107 რეზერვუარი არის სარკოფაგის ტიპის, ხოლო 75 რეზერვუარი არის ღია ტიპის.
- რეზერვუარის რეცხვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ტიპის რეცხვის ფასი,
1. რეზერვუარის სრული რეცხვა.
2. სარკოფაგში სადაც შეუძლებელი ჩასვლა გარლავინის ყელის სივიწროვის გამო, გაუხსნელად ზევიდან რეცხვა. (აპარატი რომელიც ეშვება რეჯეკეტის ყელში და წყლის წნევით რეცხავს რეზერვუარს). - საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს რეზერვუარის დეფექტოსკოპიის ფასი.
- საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ნავთობ ბაზის რეზერვუარის რეცხვის ფასი (3000 მ3 2000 მ3 1000მ3 ტევადობის რეზერვუარები).
- საჭიროების შემთხვევაში ავტო გასამართი სადგურის რეზერვუარის კალიბრაციის გაკეთება ლიცენზირებული კომპანიის მიერ. 1 რეზერვუარის კალიბრაციის ფასის წარმოდგენა.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება რეზერვუარის წმენდაზე. აუცილებლად უნდა წარმოადგინოს რომელ კონკურენტ კომპანიებში ახდენს რეზერვუარის წმენდას და მათგან სარეკომენდაციო წერილი.
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
რეზერვუარის რეცხვის დროს ჩატარებული სამუშაოების მოთხოვნები
1. რეზერვუარის სრული რეცხვის დროს:
- რეზერვუარის რეცხვის დაწყების და დასრულების შემდეგ მომსახურე კომპანია ხელს აწერს ავტო გასამართ სადგურზე არსებული შიდა განაწესით ,,საწვავის რეზერვუარების წმენდისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების მოთხოვნები“-ს დოკუმენტს. რაც გულისხმობს მომსახურე კომპანიის მიერ სრულ პასუხისმგებლობას ავტო გასამართ სადგურზე, რეზერვუარის წმენდის დროს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას.
- რეზერვუარის თავსახურზე არსებული მოწყობილობის დემონტაჟი.
- რეზერვუარში არსებული მკვდარი ნაშთის ამოღება გაფილტვრა, განცალკევება დაბინძურებული საწვავის, ვარგისიანი საწვავისგან.
- დაბინძურებული საწვავის მოთავსება უტილიზაციის ურნებში.
- რეზერვუარის დეგაზაცია, გამოქარვა (გამოპარვა).
- რეზერვუარის გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ რეზერვუარის დასურათება.
- რეზერვუარის გარეცხვა (პიროვნების ჩასვლით წყლის წნევით და ხსნარებით)
- რეზერვუარის გამშრალება
- საწვავის შემწოვი ხრაპავიკის გაწმენდა.
- რეზერვუარის თავსახურის ჰერმეტულად დახურვა (თავსახურის თოკის შეცვლა).
- რეზერვუარის თავსახურზე მოხსნილი ყველა მოწყობილობის მონტაჟი.
- რეზერვუარზე არსებულ მოწყობილობებზე პარანიტის შუასადების შეცვლა. (საჭიროების შემთხვევაში).
- რეზერვუარის შემოწმება ჰერმეტულობაზე.
- რეზერვუარში სამუშაოების დასრულების შემდეგ გაფილტრული საწვავის უკან დაბრუნება.
- სასუნთქი სარქველის გაწმენდა.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მენეჯერსა და მომსახურე კომპანიის მიერ დგება მიღება ჩაბარების აქტი ფოტო სურათებთან ერთად, რაზეც ორივე მხარე აწერს ხელს
2. რეზერვუარის თავსახურის გაუხსნელად რეცხვა:
- რეზერვუარის რეცხვის დაწყების და დასრულების შემდეგ მომსახურე კომპანია ხელს აწერს ავტო გასამართ სადგურზე არსებული შიდა განაწესით ,,საწვავის რეზერვუარების წმენდისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების მოთხოვნები“-ს დოკუმენტს. რაც გულისხმობს მომსახურე კომპანიის მიერ სრულ პასუხისმგებლობას ავტო გასამართ სადგურზე, რეზერვუარის წმენდის დროს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ ინციდენტების პასუხისმგებლობას.
- რეზერვუარის თავსახურზე არსებული მოწყობილობის დემონტაჟი. (თუ არის შესაძლებელი).
- რეზერვუარში არსებული მკვდარი ნაშთის ამოღება გაფილტვრა, განცალკევება დაბინძურებული საწვავის, ვარგისიანი საწვავისგან.
- დაბინძურებული საწვავის მოთავსება უტილიზაციის ურნებში.
- რეზერვუარის გარეცხვა სპეციალური მოწყობილობით რომელიც ჩადის რეზერვუარში რეჯეკეტის ან მიმღები მილის მეშვეობით და რეცხავს რეზერვუარს წყლის წნევით.
- რეზერვუარიდან გარეცხილი წყლის ამოტუმბვა და გამშრალება სრულად.
- საწვავის შემწოვი ხრაპავიკის გაწმენდა.
- რეზერვუარზე მოხსნილი მოწყობილობების ჰერმეტულად დამონტაჯება.
- რეზერვუარზე არსებულ მოწყობილობებზე პარანიტის შუასადების შეცვლა. (საჭიროების შემთხვევაში).
- რეზერვუარის შემოწმება ჰერმეტულობაზე.
- რეზერვუარში სამუშაოების დასრულების შემდეგ გაფილტრული საწვავის უკან დაბრუნება.
- სასუნთქი სარქველის გაწმენდა.
- სამუშაოების დასრულების შემდეგ სადგურის მენეჯერსა და მომსახურე კომპანიის მიერ დგება მიღება ჩაბარების აქტი ფოტო სურათებთან ერთდ, რაზეც ორივე მხარე აწერს ხელს.
გადახდის პირობები:
- ყოველი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე
- ტენდერის ვადები: 10 დღე
- ხელშეკრულების ვადები: გაფორმებიდან 2 წელი
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 აპრილი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მარლენ მუმლაძე
ტელ: (+995 599) 67 67 79
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება