
31 დეკემბერი 2014, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT261 - ტენდერი სახარჯი მასალების შესყიდვის თაობაზე
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს სახარჯი მასალების შესყიდვის თაობაზე 6 თვის განმავლობაში.
- შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართში N. 1
- თანდართულ ფაილში მითითებული სავარაუდო რაოდენობით შესყიდვა განხორციელდება 6 თვის მანძილზე ეტაპობრივად
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში N. 2
- საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას #27ბ, შპს „ავერსის კლინიკა“
- დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია
- ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას წინამდებარე განცხადებაზე დართულ ექსელის ფაილში (დანართი #1)
- მისაწოდებელი საქონლის ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გთვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;
- თქვენი შეთავაზება შესაძლებელია წარმოადგინოთ ერთ ან რამოდენიმე (რაოდენობა შეზღუდული არ არის) წინადადებაზე
- ფასები უნდა ჩაიწეროს დანართში #1, სვეტში – ფასი. წინადადების მოწოდებისას თანმიმდევრობის შენარჩუნებისათვის ცხრილში არ ამოშალოთ ის პოზიციები, რომლებზეც ფასი არ გაქვთ, მხოლოდ დატოვეთ გრაფა თავისუფალი
- ღირებულების გადახდის პირობა
- მიწოდების ვადა
- საქონლის წარმოშობის ქვეყანა, ფირმა და კოდი, თუ ეს მითითებული არ არის დასახელებაში თანდართულ ცხრილში.
- თქვენი წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი 2014 წ. 31 დეკემბრამდე ელექტრონული სახით მეილზე: nato.tsilosani@aversi.ge.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:
- ღირებულება
- მიწოდების ვადა
- ხარისხი
- ანგარიშსწორების პირობა)
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ელექტრონული სახით მეილზე: nato.tsilosani@aversi.ge.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
ნატო წილოსანი
„ავერსის კლინიკა“-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახური
ტელ: 599 51 02 02
ელ.ფოსტა: nato.tsilosani@aversi.ge