
23 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26100 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისში და სერვის ცენტრებში წყლის ქსელზე დაერთებული დისპენსერების მიწოდება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისში და სერვის ცენტრებში წყლის ქსელზე დაერთებული დისპენსერების მიწოდება/მონტაჟზე;
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
დისპენსერების განთავსების ადგილი, მისამართები და რაოდენობა იხილეთ #2 დანართში;
დისპენსერების რაოდენობა არის სავარაუდო, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს;
პრეტენდენტმა უნდა შემოგვთავაზოს ბანკის ყველა ობიექტზე (დანართი #2) დისპენსერების მიწოდებისა და სამონტაჟო სამუშაოების სრულად და ჯეროვნად მოწოდება/მონტაჟის ვადები;
შენიშვნა: ბანკისთვის დისპენსერების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
8. ტექნიკური პირობები:
- დისპენსერებს, უნდა გააჩნდეს სასმელი წყლის არანაკლებ ორი მოწოდების ფუნქცია (ცივი და ცხელი);
- მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ დამონტაჟებული დისპენსერების გამართულიმუშაობა;
გთხოვთ განფასებასთან ერთად მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია:
- როგორ მუშაობს თქვენს მიერ შემოთავაზებული სისტემა;
- ტექნიკური მახასიათებლები;
- როგორ წმინდავს წყალს;
- რა პერიოდულობით ხდება სერვისი და ფილტრების შეცვლა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 42900000 სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები
- 41100000 ბუნებრივი წყალი