
23 აპრილი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26111 - ტენდერი AWS-ზე ცენტრის გამოყენებაში არსებული სერვისის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს Amazon web service-ზე ცენტრის გამოყენებაში არსებული სერვისების შესყიდვაზე.
ამოცანა: შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს AWS-ის არსებულ სერვისების შესყიდვა AWS-ის ოფიციალური პარტნიორი გამყიდველი კომპანიებისაგან. აღწერაში მითითებულია ტექნიკური მოთხოვნები AWS-ის შესყიდვისათვის 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 1 მაისამდე.
შეძენის პირობები:
- სერვისის მომწოდებელი უნდა იყოს AWS-ის ოფიციალური წარმომადგენელი/პარტნიორი ან Resseler-ი (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი);
- ნებისმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს დამატებითი AWS-ის სერვისების შესყიდვა იგივე გაყიდვის პირობებით, რომელიც შეთანხმებული იქნება კონტრაქტით უკვე არსებულ სერვისებზე;
- გამოყენებული AWS-ის სერვისების ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ. გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი თვის 15 რიცხვამდე, წარმოდგენილი ინვოსის/მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. შესაბამისი ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტი ყოველთვიურად ავტომატურად უნდა მოვიდეს მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე არა უგვიანეს შემდეგი თვის 5 რიცხვისა;
- თანხის ჩარიცხვის შეფერხების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სერვისის წყვეტა შემდეგი თვის ბოლომდე. შემდეგი თვის ბოლომდე თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სერვისის გათიშვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე უნდა განხორციელდეს ცენტრის წერილობითი გაფრთხილება;
- ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მხოლოდ თავად განახორციელოს AWS-ის სერვისების ადმინისტრირება, მათ შორის მართოს ე.წ. რესურსების რეზერვირების პირობები. რეზერვირების პირობების ცვლილების შემდეგ გადასახდელი ჯამური თანხის შემცირების შემთხვევაში ცენტრი იღებს ვალდებულებს აღნიშნული წინასწარ შეათანხმოს სერვისის მომწოდებელთან;
- კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, გადატრანსფერების პროცესში, არსებული სერვისის წყვეტა არ უნდა მოხდეს, რაც გულისხმობს, რომ კონტრაქტის გადატრანსფერების პროცესი უნდა განხორციელდეს ისე, რომ ცენტრს არ შეუწყდეს წვდომა AWS-ის სერვისებთან;
- კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ სხვა კონტრაქტზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ასევე სერვისის წყვეტის გარეშე, რაც გულისხმობს, რომ სხვა პარტნიორთან გადატრანსფერება ან სხვა ტიპის საგადახადო სისტემაზე გადასვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ცენტრს არ შეუწყდეს წვდომა AWS-ის სერვისებთან;
- მომწოდებელმა უნდა მოგვაწოდოს ცენტრის მიერ წარმოდგენილ AWS-ის სერვისების კალკულატორში მითითებული თანხის შესაბამისი ფასდაკლება და წარმოდგენილ წინადადებაში უნდა მიუთითესო AWS-ის სერვისების კალკულატორით მიმდინარე ღირებულება, ფასდაკლების პროცენტი და ფასდაკლებული ღირებულება, რომლის გადახდაც უნდა განახორციელოს ცენტრმა.
- პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინოს მითითებული კალკულატორების მიხედვით.
არსებული სერვისების აღწერა:
დღეისათვის გვაქვს AWS-ის სერვისები. კალკულატორით წარმოდგენილია სრულად სერვისები (რესურსების 3 წლიანი რეზერვირებით, რომლის რეზერვირების ვადაც დაწყებულია 2024 წელს).
კალკულატორი - AWS-ში ცენტრის სერვისების კალკულატორი 2025 წლის აპრილის თვისათვის. https://calculator.aws/#/estimate?id=905baddf4448f7610afb4ace309eeade839c889b
შენიშვნა:
- წინადადების წარმოდგენის პროცესში იხელმძღვანელეთ აღნიშნული კალკულატორით. გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორში მითითებულია AWSის სერვისები 3 წლიანი რეზერვირებით, რომლის რეზერვირების ვადაც დაწყებულია 2024 წელს, ხოლო ტენდერი მოიცავს AWS-ის სერვისების მიწოდებას მხოლოდ 1 წლის განმავლობაში.
- ნებისმიერ დროს შესაძლებელი უნდა იყოს დამატებითი AWS-ის სერვისების შესყიდვა იგივე გაყიდვის პირობებით, რომელიც შეთანხმებული იქნება კონტრაქტით უკვე არსებულ სერვისებზე;
- AWS-ის სერვისების რეზერვირების პროცესის მართვა ცენტს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად, AWS-ის სერვისების მიმწოდებლის გარეშე.
მოთხოვნები წინადადების წარმოდგენასთან დაკავშირებით:
- AWS-ის ოფიციალური წარმომადგენელი/პარტნიორი ან Resseler-ი (უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი); ან ვებგვერდის ბმული საიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გადამოწმება
- პოტენციურმა ორგანიზაციამ-გამყიდველმა უნდა წარმოადგინოს შესასყიდი ობიექტის ფასთა ცხრილი დოლარში PDF ფორმატში ატვირთვის თარიღით და კომპანიის ბეჭდით ან/და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 აპრილი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
nmindiashvili@tpl.ge
ტენდერის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი,
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591404046
ტექნიკურ საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
გიორგი გიორგანაშვილი
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა: ggiorganashvili@tpl.ge
მობ:595184444
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები