
15 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26120 - ტენდერი სახელფასო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „სქაიტელი“, სატელეკომუნიკაციო სექტორის წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ტენდერს სახელფასო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანი:
ტენდერის მიზანია შესაბამისი გამოცდილების მქონე მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა, რომელიც განახორციელებს ტელეკომუნიკაციისა და მასთან დაკავშირებული სექტორების სახელფასო ბაზრის ანალიზს საქართველოში.
შერჩეულმა კომპანიამ უნდა:
- განსაზღვროს და შეისწავლოს ძირითადი პოზიციები ტელეკომ/ტექ სექტორში;
- შეაგროვოს და გააანალიზოს არსებული სახელფასო მონაცემები მინიმუმ 5 კომპანიიდან;
- მოახდინოს სახელფასო რეინჯების განსაზღვრა (მინიმუმი, მაქსიმუმი, მედიანა);
- მოახდინოს კონკურენტული კომპანიების კომპენსაციის სისტემის და არაპირდაპირი ბენეფიტების ანალიზი; (ბონუსები, დაზღვევა, შრომის გრაფიკი და ა.შ.);
- შეაფასოს შპს “სქაიტელის” პოზიციონირება ბაზარზე;
- წარადგინოს დეტალური ანგარიში (PDF ფორმატში) და პრეზენტაცია მონაცემთა წყაროების მითითებითა და კვლევისას გამოყენებული მეთოდოლოგიის აღწერით.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა უნდა წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის ზოგადი აღწერა და შესაბამისი გამოცდილება;
- კვლევის მეთოდოლოგიის მოკლე გეგმა;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- მომსახურების ღირებულება (ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს).
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 მაისი
კონტაქტი და განაცხადის გაგზავნა:
განაცხადები გთხოვთ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Hr@skytel.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის: მთავარი - SKYTEL.GE
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოსახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.ტენდერის შეჩერებაან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებასშემსყიდველისათვის.შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოსან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაციაგანთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე
ტენდერის კატეგორია:
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა