ჩაბარების ვადა:

9 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26209 - ტენდერი დერატიზაცია, დეზინსექციის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს დერატიზაცია, დეზინსექციის მომსახურების შესყიდვაზე თბილისსა და რეგიონებში.

ტენდერი ითვალისწინებს დაახლოებით 600 ობიექტზე დერატიზაცია/დეზინსექციის სერვისის შესრულებას.
მომსახურება უნდა განხორციელდეს ისეთი საშუალებებითა და მეთოდებით, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

მომსახურება მოიცავს როგორც გეგმიურ, ასევე არაგეგმიურ ვიზიტებს.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში (GEL)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • განფასება უნდა მოიცავდეს ორივე მომსახურების (დერატიზაცია და დეზინსექცია) ფასს ერთ ობიექტზე;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოყენებული სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების ჩამონათვალი, ასევე ხარისხის სერთიფიკატები, ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა;
  • მომწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებები და ქიმიური ხსნარები რეგისტრირებული უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
  • მომწოდებლის მიერ გამოყენებული სადერატიზაციო საშუალებები განკუთვნილი უნდა იყოს თაგვის დამჭერ ყუთებში განთავსებისთვის; პრეპარატს უნდა ჰქონდეს სპეციალური ნახვრეტი რკინის სამაგრებზე დასამაგრებლად; უნდა იყოს მყარი მასა, რომელიც ეფექტურია როგორც თაგვისთვის, ასევე ვირთხისთვის. საორიენტაციო ფოტოები იხ. დანართ N1-ში.
  • იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული ქიმიკატებით ვერ ხერხდება კონკრეტული პრობლემის მოგვარება, წარმოადგინეთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ყოველთვიურად განსახორციელებელი გეგმიური ვიზიტების რაოდენობა, ასევე არაგეგმიური ვიზიტის პირობები/ღირებულება;
  • დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ შეავსეთ დანართი N1;
  • შერჩეულ მომწოდებელთან გაფორმდება 12 თვიანი ხელშეკრულება
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სერვისში და წარადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი კომპანიებისგან

ტენდერის ჩაბარების პირობები:

2025 წლის 9 მაისი, 18:00 საათი.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნო შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ანი შენგელია
ელ.ფოსტა: 
ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება