ჩაბარების ვადა:

5 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26238 - ტენდერი სადაზღვევო ვებ პლატფორმისა და მობილური აპლიკაციის შექმნაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია პსპ დაზღვევა აცხადებს ტენდერს ვებ და მობილური აპლიკაციის შექმნაზე.

ტენდერის საგანი

მობილური და ვებ აპლიკაციის შექმნა, რომელიც მოიცავს:

  • ჯანმრთელობის დაზღვევის მოდულს
  • ავტო და სამოგზაურო დაზღვევის მოდულს
  • ონლაინ კლინიკის მოდულს დაზღვეულებისა და არადაზღვეულებისთვის;
  • რეგისტრაციისა და ავტორიზაციის სისტემას;
  • ERP სისტემასთან სინქრონიზაციას.
  • სამედიცინო ჩანაწერების ისტორიის წარმოება

ძირითადი მოთხოვნები და სპეციფიკაციები:

1. რეგისტრაცია და ავტორიზაცია

  • ავტორიზაცია პირადი ნომრით ან მეილით + პაროლი.
  • SMS ვერიფიკაცია რეგისტრაციისას.
  • ორმაგი ავტორიზაცია (OTP/Face ID/Fingerprint).
  • პაროლის აღდგენა.

2. ჯანმრთელობის დაზღვევის მოდული

  • დაზღვეულის მონაცემების ERP სისტემიდან სინქრონიზაცია და განახლება.
  • ლიმიტების, მედიკამენტების, აქტიური და ისტორიული მიმართვების ნახვა.
  • პროვაიდერ კლინიკების ძებნა.
  • ოჯახის ექიმთან ან სპეციალისტთან ვიზიტის დაჯავშნა.
  • მედიკამენტებისა და ანაზღაურების დოკუმენტების ატვირთვა.
  • ექიმის მიერ დაწერილი გასინჯვის ფურცლის და სხვადასხვა სამედიცინო ჩანაწერების (ანალიზების) მართვა

3. ავტო დაზღვევა

  • ავტომობილის დაზღვევის შეძენა ონლაინ (პოლისის ავტომატური გენერაცია).
  • ავტოდაზღვევის პაკეტების და პირობების ნახვა.
  • ფასის გამოთვლა მონაცემების (ავტომობილის მონაცემები, მძღოლის ასაკი და სხვა) შეყვანით.
  • შეძენილი პოლისების სერვერზე სინქრონიზაცია და განახლება.
  • ავტოდაზღვევის აქტიური პოლისის დეტალების ნახვა.
  • სადაზღვევო შემთხვევის რეგისტრაცია აპლიკაციიდან.
  • ზარალის მიმართვის სტატუსის ნახვა და დოკუმენტების ატვირთვა.
  • დახმარების გამოძახება შემთხვევის ადგილზე (24/7).

4. სამოგზაურო დაზღვევა

  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენა აპლიკაციიდან.
  • მოგზაურობის დეტალების მიხედვით (ქვეყანა, დღეების რაოდენობა) ფასის ავტომატური გამოთვლა.
  • სხვადასხვა სამოგზაურო პაკეტების და პირობების არჩევა.
  • შეძენილი ისტორიული პოლისების ნახვა პირად კაბინეტში.
  • აქტიური პოლისის დეტალების ნახვა.
  • საზღვარგარეთ დახმარების გამოთხოვა აპლიკაციის მეშვეობით.
  • სადაზღვევო შემთხვევის რეგისტრაცია და დოკუმენტების ატვირთვა.
  • გადახდის მოდული (ბარათი, Apple Pay, Google Pay).

5. ონლაინ კლინიკა

  • ონლაინ ვიზიტების დაჯავშნა დაზღვეულებისთვის და არადაზღვეულებისთვის.
  • გადახდის მოდული (ბარათი, Apple Pay, Google Pay).
  • ვიზიტის შემდგომი დანიშნულებების ატვირთვა და გაგზავნა.

6. სისტემური მოთხოვნები

  • Mobile და Web აპლიკაციის ინტეგრაცია ERP სისტემასთან (API-ებით).
  • iOS და Android ოპერაციულ სისტემებზე სრული მხარდაჭერა.
  • უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

შეფასების კრიტერიუმები:

  • მომსახურების ფასი;
  • მომსახურების მიწოდების ვადები;
  • კომპანიის გამოცდილება ანალოგიური პროექტების შესრულებაში;
  • წარმოდგენილი წინადადების ტექნიკური სიზუსტე და შესაბამისობა.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • კომპანიის სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი, იურიდიული მისამართი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სატენდერო წინადადება
  • პორტფოლიო - შესრულებული პროექტების მაგალითები

ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ სატენდერო წინადადება მოთხოვნილი დოკუმენტაციით მითითებულ ელ-მისამართზე: m.kurashvili@ipsp.ge; g.shamugia@ipsp.ge

მეორე ეტაპზე, წინასწარ შერჩეულ პრეტენდენტებს მიეწოდებათ დეტალური RFP (Request for Proposal) დოკუმენტი, რომელიც შეიცავს:

  • სრული ფუნქციონალის აღწერას,
  • ტექნიკური მოთხოვნების დეტალურ სპეციფიკაციას,
  • პლატფორმაზე სპეციალური ინტეგრაციების აღწერას,
  • ვადებსა და მიწოდების პირობებს.

RFP დოკუმენტის მიწოდების შემდეგ, პრეტენდენტებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საბოლოო, სრულყოფილი ფინანსური და ტექნიკური წინადადებები.

კონფიდენციალობა:

პრეტენდენტები ვალდებულნი არიან, შეინარჩუნონ ტენდერის პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა როგორც პროცესის მიმდინარეობისას, ასევე მის დასრულების შემდეგ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში

საკონტაქტო პირები:

მარიამ ყურაშვილი
ტელ: 598 32 99 29
ელ.ფოსტა: m.kurashvili@ipsp.ge

გიორგი შამუგია
ტელ: 598 17 06 08
ელ.ფოსტა: g.shamugia@ipsp.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები