
5 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26239 - შრომის ბაზრის კვლევა სამართლიანი შრომის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. 'სოკარ ჯორჯია გაზი" აცხადებს ტენდერს საქართველოში დაქირავებით გრძელვადიანად დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასის (შრომითი ანაზღაურება) შესწავლაზე საქმიანობის მიხედვით.
კერძოდ, ბუნებრივ გაზის განაწილების კომპანიაში საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის და ქოლ-ცენტრის თანამშრომლების, ქვეყანაში არსებული საშუალო ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით, შესაბამისი კვალიფიკაციის და შესასრულებელი მოვალეობების ექვივალენტური, სამართლიანი შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა, რომელიც, მათ შორის, მოიაზრებს თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ოდენობის შრომის ანაზღაურების დადგენას.
1. სამუშაოს მოცულობა და მიზანი
გაზგამანაწილებელ კომპანიაში დაქირავებულთა საინჟინრო-ტექნიკური თანამშრომლების (საავარიო-საექსპლუატაციო სამსახურის სპეციალისტები, ოსტატები, შემდუღებლები, გეგმიურ-გამაფრთხილებელ სამუშაოებზე მომუშავე სპეციალისტები, ქოლ-ცენტრის ოპერატორები) 5 პოზიციისთვის განსაზღვრული სამუშაო მოთხოვნებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე (იხ. დანართი) საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული ყოველთვიური ფიქსირებული სახელფასო განაკვეთების (შრომითი ანაზღაურების) შესწავლა.
დანართში მითითებულ 5 პოზიციაზე სამუშაო პირობების და კვალიფიკაციის მოთხოვნების გათვალისწინებით მსგავს და/ან იდენტურ პოზიციებზე ფიქსირებული ყოველთვიური სახელფასო განაკვეთის (შრომითი ანაზღაურების) შესწავლა რეგიონების მიხედვით გეოგრაფიული სპეციფიკის გათვალისწინებით, კერძოდ ქალაქ თბილისი და დანარჩენი საქართველო (რეგიონები).
დანართში მითითებული და/ან მსგავსი პოზიციის შესაბამისი კადრების პროფესიული მომზადების, ტრეინინგის/კურსების შესახებ საქართველოს ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება.
შესწავლის შედეგების საფუძველზე სრული და დეტალური ანგარიშის წარმოდგენა, გამოყენებული წყაროების მითითების და რეკომენდაციების ჩათვლით.
2. მონაცემების შეგროვება და დამუშავება
- გამოყენებული მეთოდოლოგიის და მიდგომების/დაშვებების აღწერას.
- ინფორმაციის შესწავლისას უნდა მოხდეს როგორც ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება, ასევე დამატებით სხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, შესწავლა და ანალიზი.
- შესწავლილი მასალა უნდა იყოს სრულყოფილი, მოიცავდეს სხვადასხვა ინფორმაციის შედარებას, ანალიზს და დასკვნებს.
- სასურველია ინფორმაცია იყოს დამუშავებული სანდო პროგრამული უზრუნველყოფის/სისტემის მეშვეობით.
დანართის სახით მიმაგრებულია საკვლევი პოზიციების შესაბამისი ხუთი თანამდებობრივი ინსტრუქცია ცალკე pdf ფაილებად.
საბოლოო ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 5 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
თამთა მახარაშვილი
ტელ: +995 598 960 206
ელ.ფოსტა: ta.makharashvili@socar.ge
ტენდერის კატეგორია:
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა