
7 მაისი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26279 - ტენდერი არქიტექტურული ნახაზების მომზადებაზე სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებისთვის
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს არქიტექტურული ნახაზების მომზადებაზე სს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალებისთვის.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი №2-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
მომსახურება უნდა განხორციელდეს დანართ №1-ში მოცემულ მისამართებზე.
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
6. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
ზოგადი მოთხოვნები:
არქიტექტურული ნახაზების ერთიანი რეესტრის შექმნის მიზნით დანართ №-1-ში მოცემული ლიბერთი ბანკის ფილიალებისთვის უნდა მომზადდეს არქიტექტურული ნახაზები.
ბანკი განიხილავს მომსახურების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას ზემოთ მოცემული მომსახურებებისთვის.
დანართ №1-ში მოცემულია ის ფილიალები, რომლებშიც უნდა განხორციელდეს ზემოთ აღნიშნული მომსახურება. აღნიშნული ფილიალებისთვის ეტაპობრივად უნდა მომზადდეს არქიტექტურული ნახაზები.
გასათვალისწინებელია შემდეგი:
- ფილიალების კვადრატულობა საშუალოდ არის 300-დან 500კვ.მ-მდე;
- არქიტექტურული ნახაზი უნდა მომზადდეს 70-მდე ფილიალისთვის (ხელშეკრულების პერიოდში შესაძლოა აღნიშნული რაოდენობა გაიზარდოს);
- ფილიალების უმეტესობა წარმოდგენილია რეგიონებში (დეტალებისთვის იხილეთ დანართი №1);
- თანდართულ ფაილში მოცემული ფილიალების გარდა შესაძლოა საჭირო იქნას არქიტექტურული ნახაზების მომზადება სხვა მომსახურე ერთეულებშიც (ახალი ფილიალი; ბანკის მოქმედი სერვის ცენტრები და ა.შ.), წინასწარ შეთანხმებული გეგმა/განრიგით;
- თანხის გადახდა განხორციელდება კონკრეტულ ფართებზე შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული პირობები და ისე განსაზღვროთ ღირებულებები დანართ №2-ში (ფასების ცხრილი), სადაც ფასი უნდა მიუთითოთ 1 კვ.მ არქიტექტურული ნახაზის მომზადებისთვის.
დამატებითი მოთხოვნები:
- ნახაზი უნდა მოიცავდეს მინიმუმ ქვემოთ ჩამოთვლილ დეტალებს:
- შიდა აზომვები, ოთახების კვადრატულობა, ჯამური კვადრატულობა;
- ფანჯრები, კარებები;
- დატანილ უნდა იქნას ყველანაირი კვანძი: ყველა ოთახი, დერეფნები, ტექნიკური სივრცე, შახტები, სამზარეულო, საკუჭნაო, სარდაფი, ანტრესოლი, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, აივნები და ა.შ.;
- ოთახების სიმაღლეები (მათ შორის, იატაკიდან ამსტრონგის/თაბაშირ-მუყაოს ჭერამდე და ამსტრონგიდან/თაბაშირ-მუყაოდან ზემოთ სივრცის სიმაღლე);
- ნახაზზე გამოკვეთილად უნდა ჩანდეს რიგელები, პილონები/კოლონები/სვეტები;
- ტიხრები გამოკვეთილი უნდა იყოს ალუმინის ვიტრაჟია თუ კედელი/თაბაშირ-მუყაო;
- ყველა სივრცე უნდა იყოს მარკირებული (საოფისე სივრცეა, ტექნიკური სივრცე, სამზარეულო, სველი წერტილი თუ სხვა);
- ყველა სივრცე უნდა იყოს დანომრილი ბანკის სტანდარტებით;
- შესრულებული არქიტექტურული ნახაზები ბანკისათვის გადმოცემული უნდა იქნას 3D/2D/DWG/IFC და PDF ფორმატებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 მაისი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები