ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26282 - ტენდერი კლინიკების აზომვითი ნახაზის მომსახურების შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 30 აპრილი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსი („შემსყიდველი“) აცხადებს კლინიკების აზომვითი ნახაზის მომსახურების შესყიდვაზე. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება. მომსახურების ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს.  ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება 12 თვის ვადით.

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის  19 მაისის 18:00 საათამდე.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 19 მაისი 2025
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 28 მაისი 2025
  • ხელშეკრულების გაფორმება: 2 ივნისი 2025

I. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
II. ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
III. ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.
IV. შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
V. ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან.
VI. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, შემსყიდველი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე შემსყიდველის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი.
VII. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, შემსყიდველის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან.

2. ტენდერით შესასყიდი მომსახურების/საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

შერჩეულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სს ევექსის პოლიკლინიკების აზომვითი ნახაზების მომზადება.  

მოთხოვნილი მომსახურების აღწერა:

  • სრულად ოთახის აზომვა
  • ოთახის მიზნობრიობა (დასახელება ან/და ნომერის მითითება)
  • ფანჯრების მდებარეობა
  • არის მდებარეობა და გაღების ტიპი
  • ნახაზზე ჭერის სიმაღლე, ტიხრების ზომები ჩაშლილად წარმოდგენილი
  • ყლის წერტილების მითითება
  • ოთახში ნიჟარის ადგილმდებარეობის მონიშვნა
  • ველი წერტილის აზომვა ოთახში არსებობის შემთხვევაში
  • კონკრეტული სივრცეების ფართი/კვადარტულობა წარმოდგენილი უნდა იყოს ცხრილის სახით

დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს პდფ და archicad (pln) ფორმატში

დამკვეთი უფლებამოსილია პირველადი ნახაზების მოწოდების შემდეგ გადახედოს და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ცვლილებების/კორექტირებების შეტანა.

კლინიკების ჩამონათვალი იხილეთ თანდარტულ ფაილში.

დანართი № 1- ში მოცემული მოთხოვნების და ჩამონთვალის მიხედვით წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო განფასება , როგორც ექსელის ფორმატით ასევე, ხელმოწერილი ბეჭდიანი პდფ ფორმატით.

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა განფასება უნდა მოგვაწოდოს 1 კვ/-ზე.-ც;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა დამატებითი  განფასება უნდა წარმოადგინოს უკვე არსებულ ნახაზებში ცვლილებების ასახვაზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შენობაში ცვლილებებით.

1. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ომპანიის გამოცდილება / სანდოობა
  • შესყიდვის ფასი, ვალუტა-ლარი კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით
  • მომსახურების გაწევის ვადა
  • გადახდის პირობა (მოთხოვნილი გადახდის პირობის შესაბამისობა)
  • ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობა - მომსახურების პირობები და ვადები

2. სატენდერო წინადადების ფორმატი:

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

1) ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, საიდენდიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, თანამშრომლების რაოდენობა, ტენდერის მოთხოვნის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა ფუნქცია მოვალეობის მიხედვით, კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით. 

2)
გამოცდილება:
ა) გაწეული მომსახურების / კლიენტების ჩამოთვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
ბ) შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელსაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

3)
კომერციული წინადადება: ფასები წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. განფასების ცხრილი წარმოდგენილია დანართ№1-ში. განფასება ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელმოწერილი ვერსიით, ასევე ექსელის ფორმატით.

გადახდის პირობა: მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შესაბამისი ანგარიშ ფაქტურისა საფუძველზე. გადახდა იწარმოებს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის დღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

4) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

5)
პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #2-ის სახით; 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემო დოკუმენტაცია დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე

6) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ; 

7)
ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

8)
მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი მსგავსი ტიპის პროექტზე;

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 2 სამუშაო დღეზე მეტი ვადით. 

3. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში 

4. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

5. სატენდერო წინადადების წარდგენა:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე.
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 19 მაისს 18:00 საათამდე.
  • სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 მაისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: anikolaishvili@evex.ge შესყიდვების სპეციალისტი; ანი ნიკოლაიშვილი 558 01 06 96.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 აპრილი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა