
ჩაბარების ვადა:
14 მაისი 2025, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26286 - ტენდერი თარგმნის მომსახურების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 1 მაისი 2025 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თარგმნის მომსახურების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებლებს, რომელთაც შესაძლოა დაეგზავნოთ სატესტო სათარგმნი მასალა, რომელთა განხილვის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა სახის, ფინანსური, ტექნიკური და იურიდული დოკუმენტაციის თარგმანის შესყიდვა.
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მთარგმნელობითი მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ამასთან ურთიერთანამშრომლობის ვადა შესაძლოა განისაზღვროს უვადოდ, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი კონკრეტული სათარმნგი პროექტების სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება ბანკის ზეპირად ან წერილობით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით) წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); და წარმოადგინოს იგი ვორდის ან ექსელის ფორმატში;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
· საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
· ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). - ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში:
· პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
· მოკლე ბიოგრაფია, CV (ინფორმაცია/მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
· უცხო ენის (დანართი 1-ში არსებული უცხო ენები) ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი /სერთიფიკატი/სხვა დოკუმენტი - მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. პრიორიტეტი მიენიჭებათ პრეტენდერნტებს რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ ენათმცოდნეობის დარგში.
- ატვირთული უნდა იყოს კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ სამი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან;
- სრულ გვერდად განისაზღვრება A4 ფორმატის ფურცელი, არანაკლებ 2 000 სიმბოლო 1 ინტერვალი.
- არასრული გვერდის შემთხვევაში ანაზღაურება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს პროპორციულად:
- 1-1000 სიმბოლოს შემთხვევაში მოხდება მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული გვერდის ღირებულების ნახევრის გადახდა (ითვლება ყველა სიმბოლო, ადგილის გამოტოვების (space) გარდა);
- 1001-2000 სიმბოლოს შემთხვევაში მოხდება მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული გვერდის ღირებულების სრული ოდენობით გადახდა (ითვლება ყველა სიმბოლო, ადგილის გამოტოვების (space) გარდა). - შემსრულებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის თარგმნა უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, დოკუმენტის სირთულის მიხედვით შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
- დოკუმენტების თარგმნის შემდგომ, შემსყიდველს უნდა გადაეცეს როგორც ელექტრონული, ასევე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, თარჯიმნის მიერ ამობეჭდილი, მისი ხელმოწერით დადასტურებული და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი. ნოტარიუსისთვის თანხის ანაზღაურება მოხდება წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ გამოწერილი ინვოისის შესაბამისად და არ შედის ნათარგმნი გვერდების საფასურში;
- უკვე ნათარგმნი დოკუმენტების თარჯიმნის ხელმოწერით დადასტურება უნდა განხორციელდეს უსასყიდლოდ, დამოწმებული თარგმანის ეგზემპლიარების რაოდენობა განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად და დამატებითი ეგზემპლიარების საჭიროების შემთხვევაში არ ხდება დამატებით ანაზღაურება.
- მომსახურების ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს შესაბამის ტერმინოლოგიას), მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგებზე (ნათარგმნზე), რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით თარგმნილ დოკუმენტზე.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკი იტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს რამდენიმე პრეტენდეტთან.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გენერალური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბანკი ისარგებლებს მომსახურებით საჭიროების შემთხვევაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 მაისი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ელა ყაველაშვილი
ekavelashvili@bog.ge
57901 04 03
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები