
8 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26309 - ტენდერი ავეჯის, ვიტრაჟების და სარეკლამო მიმართულებით
ტენდერის აღწერილობა:
“შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი” აცხადებს ტენდერს ავეჯისა და სარეკლამო მიმართულებით ტენდერს.
ტენდერი ატვირთულია სამ ლოტად.
- LOT#1 ავეჯის დამზადება , LOT#2 სარეკლამო მიმართულება, LOT#3 ვიტრაჟების მოწყობა.
- პრეტენდენტს შეუძლია სურვილისამებრ მიიღოს მონაწილება სასურველ მიმართულებაში.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაო გეგმა და გრაფიკი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები
კანდიდატი კომპანიების მოთხოვნები:
კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სარემონტო სფეროში, მათშორის ხანგრძლივი პროექტების წარმატებით შესრულების ისტორიით.
პროექტის ზედამხედველობა:
პროექტი განხორციელდება სრული ზედამხედველობის ქვეშ. სამუშაოების ხარისხზეპასუხისმგებელი იქნება დამკვეთი და/ან საოპერაციო დირექტორი, რომლებიც უზრუნველყოფენროგორც სამუშაოების ხარისხის, ისე დროის ფარგლებში შესრულების კონტროლს.
შეფასების კრიტერიუმები:
ტენდერის წინადადების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ფასი: წინადადება უნდა იყოს რაც შეიძლება ეფექტური და კონკურენტუნარიანი, სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან შესაბამისობაში
- დრო: სამუშაოების შესრულების ვადები უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული დაკონკრეტული.
- ხარისხი: წინადადებები უნდა მოიცავდეს ხარისხის კონტროლის სისტემას და გარანტიას,
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- თითოეული სამუშაოს ბიუჯეტი, LOT#1/LOT#2/LOT#3-ის შესაბამისად.
- სამუშაოების სპეციფიკაციები და დეტალები.
- წინასწარი გეგმა, რომელიც ასახავს სამუშაოების დაწყების, შესრულებისა და დასრულების ეტაპებს.
- ყველა საჭირო ნორმა და სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხს და უსაფრთხოებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
- გამოცდილება და რეპუტაცია: კომპანიამ უნდა აჩვენოს შესაბამისი გამოცდილება დარეპუტაცია, რომელიც მტკიცედ დაუმტკიცებს მის უნარებს დიდ და კომპლექსურ პროექტებში.
- გარანტიები და ხარისხის კონტროლი: კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების უმაღლეს ხარისხს, ასევეგარანტიები, რომლებიც მოიცავს შესრულების ვადას და პრობლემების გადაწყვეტას.
- ფასის შეჯერება: წინადადების ფასი უნდა იყოს გამართლებული, და ამყარებდეს შემოთავაზებას
დამატებითი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 8 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთთანდართულ ფაილში
ჩვენი კომპანიის მხარდაჭერა:
ტენდერს თან ახლავს როგორც განფასების ფაილი ასევე რენდერები რომელიც კომპანიას გაუადვილებს წინადადების მომზადებას.
ელ ფოსტა: gkhizanishvili@cmchospital.ge / zberoshvili@clinics.ge
ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავირიდით:
თაკო
598 877172
სხვა დამატებითი კითხვებისთვის:
ზურა
571757152
მისამართი: პ. ქავთარაძის ქ. 23
ტენდერის კატეგორია:
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები