ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26331 - ტენდერი დაზიანებული ტუმბოს დემონტაჟზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 9 მაისი 2025 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე: 

დაზიანებული ტუმბოს დემონტაჟი - მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპირო,ქვემო ქართლი,მარნეულის მუნიცეპალიტეტი, ნაკვეთი ს/კოდი 83.07.11.512; 83.07.11.515 სოფელი დიდი მუღანლო.

1.1 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

მისამართი:

მდინარე ხრამის მარჯვენა სანაპირო,ქვემო ქართლი,მარნეულის მუნიცეპალიტეტი, ნაკვეთი ს/კოდი 83.07.11.512;83.07.11.515 სოფელი დიდი მუღანლო.

დოკუმენტის ტიპი:

ქ. რუსთავის წყალმომარაგების, ხრამის სათავის პირველი აწევის მე-2-ე , მე-3-ე და მე-4-ე შახტურ ჭებში დაზიანებული ტუმბოების დემონტაჟი.

ტუმბოს ტექნიკური მონაცემები:

Q= 1200 მ3/სთ H= 45 მ 

ტუმბოს გეომეტრიული მონაცემები:

  • ტუმბოს სრული სიგრძე L= 18 მ d= 400 მმ
  • სექციური შემადგენლობით 6X2,20 მ
  •  2X1,20 მ 

ტექ. დავალებით შესასრულებელი სამუშაოების კონცეფცია:

  • დაზიანებული ტუმბოს დემონტაჟი.
  • შახტურ ჭაში შემომავალი 9 სხივის დაბოლოვებაზე დამონტაჟებული d=200 მმ-იანი ურდულების სამართავი მილებისა(მყვინთავების პოზიცია) და საყრდენების დემონტაჟი.
  • ტუმბო სიღრმეში დამაგრებულია ოთხ ბაქანზე, შესაბამისად ბექნის და შესაბამისი დამჭერი რკინის კონტრუქციების დემონტაჟი.
  • პირველ ბაქანზე დამცავი მუაჯირის მიწყობა L= 16 მ H= 1 მ.

მითითება;

მითითებულ შახტურ ჭებში მუშაობისას უნდა იქნას დაცული შრომის უსაქრთხოების პირობები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების მიხედვით.

საკონტაქტო:

ა. მაღრაძე
მობ: 599 659 114

განფასება :

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში. 

ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული იქნება საქართველოს მიერ ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • თანხმობა შპს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის ხელშეკრულების დრაფტზე;
  • გამოყენებული მასალებზე ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ხარისხის სერთიფიკატები.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • რეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში შეუძლია შემოთავაზება გადმოაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვებით, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში.
  • ასევე თუ შეიქმნა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც შეაფერხებს საიტზე საბუთების ატვირთვას, პრეტენდენტს შეუძლია წინადადება გადმოაგზავნოს აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. აქვე ავღნიშნავთ რომ წინადადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2025 წლის 13 მაისის 18:00 -მდე.

ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე. 

შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 13 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 მაისი 2025 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა