
15 მაისი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26353 - ტენდერი ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქ. 53 -ში მდებარე საოფისე შენობაზე პასიური მეხამრიდების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქ. 53 -ში მდებარე საოფისე შენობაზე პასიური მეხამრიდების მოწყობაზის თაობაზე.
- პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა მოახდინოს ობიექტის მოკვლევა;
- ჩაატაროს გამოთვლითი ანგარიში მეხამრიდების განთავსებასთან დაკავშირებით;
- გამოთვალოს მეხამრიდების რაოდენობა და დაფარვის ზონები;
- გამოთვალოს დამიწების კონტურების რაოდენობა;
- განსაზღვროს ადგილები;
- იანგარიშოს მასალათა საჭირო რაოდენობა და წარმოადგინოს საბოლოო ხარჯთ-აღრიცხვა
ტენდერში ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების გათვალისწინებით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 3);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
- თუ მომსახურების მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
კომპანიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- სამუშაოს ხარისხი;
- ღირებულება;
- სამუშაოს შესრულების ვადა;
- ანგარიშსწორების პირობა;
- საგარანტიო ვადა;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება.
- წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში;
- მიწოდების ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 53
- ანგარიშსწორება: უნაღდო, მიწოდება/შესრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
- დანართი 1: ფასების ცხრილი
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 3: შემოთავაზებული ტექნიკური მახასიათებლები (ივსება პრეტენდეტის მიერ)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 მაისი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:ნინო ინასარიძე
+995 599 200 167
მარიამ ტაბატაძე
+995 577 331 197
tenders@gc.ge
ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
ბატონ ავთანდილ სალუქვაძეს
ტელ: 577 740 283
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები