ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26355 - ტენდერი ტექნიკის და სისტემების შესყიდვაზე თანმდევი მონტაჟით

ტენდერის აღწერილობა:

ტენდერის აღწერილობა:

.. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #- EF-GE/760
  • დანიშნულება: ტექნიკის და სისტემების შესყიდვა თანმდევი მონტაჟით, თბილისის ობიექტისთვის

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 

ტენდერის პირობები:

  • მომწოდებელი ვალდებულია მივიდეს ობიექტზე, დააზუსტოს დეტალები, ჩაატაროს აზომვითი სამუშაოები და შემდეგ წარადგინოს განფასება.
  • სააპლიკაციო ფორმაში წარმოდგენილი ჩამონათვალის გარდა, ობიექტის მოთხოვნით შესაძლოა წარმოიშვას დამატებითი შესასყიდი პოზიცია.
  • მომწოდებელს არ არის ვალდებული განფასება წარადგინოს ყველა პოზიციაზე.
  • ობიექტის საკონტაქტო ინფომაცია გაზიარებული იქნება ქვევით წარმოდგენილი მეილის საშუალებით.
  • მოწოდების ვადა- შეთანხმებით, გონივრული.
  • ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტრანსპორტირების/ინსტალაციის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადისგათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენსლარი.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. 

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 07.05.2025 -  09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 13.05.2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულმისამართზე. 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com

tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

ტენდერის კატეგორია:

  • 51600000 კომპიუტერებისა და საოფისე მოწყობილობების დამონტაჟება
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები