
19 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26361 - ტენდერი თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის სავალდებულო პროფილაქტიკური შემოწმების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ქართული ცემენტი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მომსახურების შესყიდვის მიზნით:
პროფილი: თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის სავალდებულო პროფილაქტიკური შემოწმება.
პერიოდი: 1 წელი
აუცილებელი მოთხოვნა:
- ტენდერში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს მაღალკვალიფიციური (შესაბამის საექიმო სპეციალობაში (სპეციალობებში) სერტიფიცირებული ექიმ(ები), სუბსპეციალობაში საქმიანობის მიზნით, საჭიროა, დამატებით, სათანადო სუბსპეციალობის მოწმობის ფლობა) და გამოცდილი კადრები (სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული საექიმო სპეციალობის ფარგლებში სულ მცირე 5 წლის სამუშაო გამოცდილება) , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილია, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა და გასცეს რეკომენდაცია, გამოკვლეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისობის შესახებ, კომპანიის მიერ წაყენებულ მოთხოვნებთან.
- ჰანიველ ცემენტში წარსადგენი ყველა საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტი (ფორმა #100/ა, სპეციალური კითხვარი მუშაკის სამუშაო დატვირთვაზე, სერთიფიკატი სამუშაო დატვირთვის შესაბამისობაზე) სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული და წარდგენილი მკაცრად განსაზღვრულ ვადებში.
- წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილ პირთან ჩატარებული კვლევის პირველადი (2-3 სამუშაო დღე) და საბოლოო რეპორტი.
- გამოსაკვლევი პირებისთვის უნდა მოხდეს გრაფიკის კარგად ორგანიზება, გამოკვლევა უნდა ჩატარდეს უშუალოდ სამუშაო ობიექტებზე.
- კლინიკას უნდა შეეძლოს გამოყოს ერთი კონკრეტული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართულ ცემენტთან კომუნიკაციასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
- სასურველია ტენდერში მონაწილე კლინიკას ჰქონდეს რეგიონული ქსელი (კასპი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი). ქსელის არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს რეგიონებში მომსახურების ორგანიზებული სქემა.
ტენდერის აღწერილობა:
- საშუალოდ შესამოწმებელი კანდიდატების რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600 ადამიანს. შესამოწმებელი თანამშრომლების 20 % დასავლეთ საქართველოშია, ხოლო დანარჩენი 80 % რუსთავის, კასპისა და თბილისის ქარხნებში.
(ჯგუფი 1) შერჩეული კანდიდატის, ან დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს კომპანიის სათაო ოფისი, მოიცავს შემდეგ კვლევებს და კონსულტაციებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ეკგ, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- თერაპევტის კონსულტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება (წნევა, პულსი, ტემპერატურა და ა.შ) და სრულყოფილი ზოგადი ანამნეზის შეკრება: გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, ქრონიკული (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი და ა.შ) ინფექციური დაავადებების, მიკრო და მაკრო ქირურგიული ჩარევების ალერგიის იდენტიფიცირება ანამნეზის შეკრების საფუძველზე.
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია: (თვალის სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, აუტორეფრაქტომეტრია, კერატო/ოფთალმომეტრია, ტონომეტრია და ტესტი დალტონიზმზე. ჩატარებული, ან ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დადგენა და ა.შ)
(ჯგუფი 2) შერჩეული კანდიდატის, ან დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს კომპანიის საწარმოო ობიექტები - ცემენტის და ბეტონის ქარხნები, ტერმინალი, კარიერები მოიცავს შემდეგ კვლებებს და კონსულტაციებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ეკგ, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სპირომეტრია;
- თერაპევტის კონსულტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება (წნევა, პულსი, ტემპერატურა და ა.შ) და სრულყოფილი ზოგადი ანამნეზის შეკრება: გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, ქრონიკული (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი სისტემის პათოლოგიები დიაბეტი და სხვა) ინფექციური დაავადებების, მიკრო და მაკრო ქირურგიული ჩარევების, ალერგიის იდენტიფიცირება ანამნეზის შეკრების საფუძველზე.
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია: (თვალის სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, აუტორეფრაქტომეტრია, კერატო/ოფთალმომეტრია, ტონომეტრია და ტესტი დალტონიზმზე. ჩატარებული, ან ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დადგენა)
- ნევროლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია: (ანამნეზის შეკრება, პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა, სპეციფიკური კვლევების დაგეგმვა და დიაგნოსტირება ნოზოლოგიების: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, ძილის დარღვევები, კუნთოვანი დაავადებები და პერიფერიული ნერვების დაავადებები და ნევრალგიები, სპონდილოპათიები, მოძრაობის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, დემენციები, ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, ვეგეტატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობები, ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკა, მყარი რემისიის ფარგლებშიც.
- ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია: (გარეთა სმენის მილის გამავლობის და ვესტიბულარული აპარატის შემოწმება, წიაღების, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების შემოწმება, აუდიომეტრია)
აუდიოგრამა (კლინიკაში)- საჭიროებისამებრ.
გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა (კლინიკაში)- საჭიროებისამებრ.
წინადადების წარდგენის ვადაა 19 მაისი, 18:00 საათამდე.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე -nino.beridze@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები