
ჩაბარების ვადა:
15 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26364 - ტენდერი ავეჯის დამზადება/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება/მონტაჟზე.
წინადადება უნდა მოიცავდეს:
- დეტალურ შემოთავაზებას (თანდართული ხარჯთაღრიცხვების მიხედვით)
- შესრულების ვადებს
- შემოთავაზებული მასალის ხარისხის სერტიფიკატებს
- გამოსაყენებელი მასალის ნიმუშებს
- საგარანტიო ვადებს
მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:
- კომპანია უნდა წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
- დამკვეთი უფლებამოსილია მოთხოვოს შემსრულებელს სარეკომენდაციო წერილები
- დამკვეთი უფლებამოსილია მოთხოვოს შემსრულებელს დამზადებული ავეჯის კატალოგი
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
ტენდერის ვადა - 18:00,15 მაისი, 2025 წელი.
ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია და სატენდერო შეთავაზებების გადმოგზავნა უნდა წარიმართოს procurement@yorktowers.com ელ. ფოსტაზე.
ტენდერთან დაკავშირებული ნიმუშები , მასალები , და ყველა სახის დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდოთ : თბილისი , მერაბ ალექსიძის N10-ში
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი