
14 მაისი 2025, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26370 - დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ს/კ. 01.72.14.234.003 საპროექტო წყალარინების სატუმბო სადგურისთვის ხიმინჯების მოწყობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ს/კ. 01.72.14.234.003 საპროექტო წყალარინების სატუმბო სადგურისთვის ხიმინჯების მოწყობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური პროექტის და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა გაცემული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ამ სფეროში აკრედიტებული პირის მიერ (სხვა აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელმა დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
მომსახურების/სამუშაოების ტექნიკური დავალება მოცემულია დანართ N1 -ში. ტექნიკური დავალების გაცნობის შემდეგ მონაწილე კომპანიებმა უნდა მოახდინონ ადგილზე ვიზიტი GWP-ს შესაბამის წარმომადგენელთან ერთად. აღნიშნულის ვიზიტის გარეშე პრეტენდენტის წინადადება არ განიხილება.
1.3 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.
1.4 საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები:
- მიმწოდებელი ვალდებულია დაათვალიეროს მოცემული ობიექტი და გაეცნოს შემსყიდველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მასზე დაყრდნობით და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) მოამზადოს დეტალური სამშენებლო პროექტი.
- დეტალური პროექტის დამუშავება გულისხმობს სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, როგორც ეს მოცემულია დანართ N1 ში, ტექნიკურ დავალებაში, რათა შემდგომ მოხდეს ამავე პროექტზე დაყრდნობით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:
საპროექტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ვადა შეადგენს 1 თვეს და მოიცვას ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ სამუშაოების შესრულებას.
სამშენებლო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2025 წლის 10 ივლისს.
1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
1.7 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6-ს შესაბამისად უნდა მოიცავდეს: მსგავსი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების გამოცდილებას - მინიმუმ 3 პროექტის აღწერილობა, რომელიც მოიცავს შესრულებული სამუშაო ლოკაციას, დამკვეთს და მიმდინარე პროექტთან შესაბამისობას/რელევანტურობას. პუნქტის შესაბამისად; ასევე ქვეკოტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კომპანიის სახელწოდებას, მისათვის განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალს და კვალიფიკაციის აღწერას. თუ პრეტენდენტს საპროექტო დოკუმენტაციისთვის განსაზღვრული აქვს დაიქირაოს ქვეკონტრაქტორი.
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
- თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
- ფინანსური შეთავაზება, რომელშიც გამიჯნული იქნება საპროექტო ღირებულება და ასევე მოცემული იქნება სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება. პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საპროექტო სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სამშენებლო სამუშაოების (საორიენტაციო) ღირებულების 5 %-ს.
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (დეტალური გეგმა გრაფიკი)
ყურადღება: პრეტენდენტის მიერ 1.7 პუნქტში მოცემული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ განიხილება!
ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს:
- სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა სრულ მოცულობაზე (კონტრაქტორის ყველა რისკის დაზღვევის პოლისი) + GWP-ის მასალის გათვალისწინებით- (საპროექტო ღირებულება სრულად)
- მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, სადაც სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი არ უნდა იყოს 300,000.00 ლარზე ნაკლები.
- ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, წარმოადგინოს სადაზღვეო კომპანიის მიერ სატენდერო პირობებში მოთხოვნილი სადაზღვეო პირობების შესაბამის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- სადაზღვეო პოლისის მოქმედების ვადა - 3 თვე.
1.9 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:
შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.10 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის და სატენდერო პირობების შესაბამისად.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე კომპანიასთან.
1.11 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში
- „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას „შემსყიდველი“ მხრიდან.
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
სრული სატენდერო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
DREAM PALACE_Design_Build
GWP123456
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 მაისი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ რომ პრეტენდენტი კომპანია უნდა იყოს იგივე შპს, რომლის მიერ ხდება წინადადების ატვირთვა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნინო კობერიძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: nkoberidze@gwp.ge
ტელ.: +995 32 2 93 11 11 (1146); 5555 68 93 98
საკონტაქტო პირი: ბექა ნარიმანიძე
მის: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: bnarimanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 93 11 11 (1145)
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები