
16 მაისი 2025, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT26371 - ტენდერი ჩაის დასაფასოებელი დანადგარების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ გურიის აგრობიზნესცენტრი (GABC) დაარსდა 1999 წელს და მისი მისიაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციის მიზანია, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოთა შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, მათი ინფორმირებულობის ზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
გურიის აგრობიზნესცენტრი პროექტის, “ქართული ჩაის სამრეწველო შესაძლებლობების ზრდა“, ფარგლებში გეგმავს ჩაის დასაფასოებელი დანადგარების შეძენას, რომელიც მოხმარდება ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებას, რათა მათ შეძლონ გაზარდონ პროდუქტიულობა და გაყიდვები როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
გურიის აგრობიზნესცენტრი ეძებს ადგილობრივ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (მომწოდებელს), რომელიც უზრუნველყოფს დანადგარების (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის მაინც) მიწოდებას, რომელიც დააკმაყოფილებს დანართი1 მოცემულ მინიმალურ სპეციფიკაციებს.
პროექტს, “ქართული ჩაის სამრეწველო შესაძლებლობების ზრდა“, გურიის აგრობიზნესცენტრი GIZ პროექტის საგრანტო მხარდაჭერით ახორციელებს.
შემსყიდველი ორგანიზაცია: ა(ა)იპ გურიის აგრობიზნესცენტრი (ს.ნ. 237080699);
2. პროდუქტი:
დანართი #1–ით განსაზღვრული ჩაის დასაფასოებელი დანადგარებიდან ერთ-ერთი მაინც;
3. ძირითადი მოთხოვნები:
3.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- ინვოისი, ხელმოწერილი;
- დანართი 1 - ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
შერჩევის პროცესში ორგანიზაცია მოითხოვოს დამატებით ინფორმაციას.
3.2. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- სატენდერო წინადადების ფასი უნდა იყოს საბოლოო და შეიცავდეს ყველა ხარჯს, დაკავშირებულს პროდუქტის მიწოდებასთან;
- შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს;
- შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
- ანგარიშსწორება შემსრულებელთან იწარმოებს ნაწილობრივ წინასწარ გადახდის პირობით;
- შემოთავაზებული დანადგარების პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1-ში მითითებულ მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციები).
3.3. მოთხოვნა მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებით
მაქსიმუმ 75 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან, მიწოდების ადგილი ოზურგეთი;
4. შერჩევის კრიტერიუმები:
- შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ წინადადებას, რომელიც:
- აკმაყოფილებს დანადგარების მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებს;
- წარმოადგენს კონკურენტულ ფასს;
- ითვალისწინებს ოპტიმალურ მოწოდების ვადებს - შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ პრეტენდენტს.
სატენდერო განაცხადი მიიღება მატერიალური ან ელექტრონული სახით 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით 18:00 საათამდე.
ელექტრონული სახით გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: gabc.tender@gmail.com “საგანი“ ველში მიუთითეთ კონკურსის სახელი “ჩაის პროდუქციის დასაფასოებელი დანადგარების შეძენა“.
მატერიალური სახით ორგანიზაციის მისამართზე გამოგზავნის შემთხვევაში კონვერტზე უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია: პრეტენდენტის კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი); ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ა(ა)იპ “გურიის აგრობიზნესცენტრი“
მისამართი: ქ. ოზურგეთი, 3500, გრიბოედოვის ქ. #19;
ტელეფონი: +995591226622 +995591558888
ელ-ფოსტა: gabc.tender@gmail.com; a.mameshvili@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 42200000 მანქანა-დანადგარები საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადასამუშავებლად და მათთან დაკავშირებული ნაწილები