
28 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26410 - ტენდერი თერმო და ხმის იზოლაციის მასალის გაყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ემკვადრატის პარკი აცხადებს ტენდერს თერმო და ხმის იზოლაციის მასალის გაყიდვაზე დანართი N1-ის შესაბამისად.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სარეალიზაციო საქონლის მონაცემები მოცემულია დანართი N1-ში, სადაც განთავსებულია შესაბამისი ფოტომასალა. საქონლის ნახვა შესაძლებელია მოცემულ მისამართზე:
თბილისი, მარშალ გელოვანის N1
1.3 განფასება
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ფასის შეთავაზება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
1.4 ანგარიშსწორებისა და თანამშრომლობის პირობები
- ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე 5 დღით ადრე.
- აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ 1 დღით ადრე პრეტენდენტი ვალდებული გვაცნობოს და შეათანხმოს გატანის დრო.
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გატანისათვის საჭირო ყველა რესურსი.
- გატანამდე იწერება ზედნადები, რომელიც აიტვირთება RS-ზე.
1.5 ზოგადი პირობები
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.5 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ძირითადი კომერციული პირობების შესაბამისად.
1.6 სხვა მოთხოვნა
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- „გამყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებიმისმიერ ეტაპზე.
- გამყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- გამყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი
ელ. ფოსტა: lgagua@m2.ge
ტელ.: +995 598 265 064
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები